https://sputnik-georgia.com/20230108/careva-qartul-martlmsajulebasi-mmartvel-partiasi-ukrainis-xelisuflebas-upasuxes-273745618.html
ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში: მმართველ პარტიაში უკრაინის ხელისუფლებას უპასუხეს
ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში: მმართველ პარტიაში უკრაინის ხელისუფლებას უპასუხეს
Sputnik საქართველო
პატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო დამოუკიდებელი და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით იღებს, განაცხადა დეპუტატმა 08.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-08T21:00+0400
2023-01-08T21:00+0400
2023-01-08T21:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112943_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_b8c479b32a5caea88667a78d2e96abde.jpg
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა უწოდა.პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად სთავაზობს საქართველოს მთავრობას გადასცეს მათ სააკაშვილი სამკურნალოდ. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის პირდაპირ უკრაინისთვის გადაცემა, შესაძლებელია მისი ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში გადაყვანა. პოდოლიაკი მზად არის პირადად ჩამოვიდეს და წაიყვანოს სააკაშვილი.იონათამიშვილის თქმით, პოდოლიაკის ეს განცხადება ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობაა, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას იღებს „სასამართლო დამოუკიდებელი და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით და ვერავინ ჩაერევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში“.სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან „ვივამედის“ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დისკრედიტაცია.ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112943_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f27b72e941465a3a6ae87c7e8ffcc312.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , უკრაინა
ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში: მმართველ პარტიაში უკრაინის ხელისუფლებას უპასუხეს
პატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო დამოუკიდებელი და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით იღებს, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა უწოდა.
პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად სთავაზობს საქართველოს მთავრობას გადასცეს მათ სააკაშვილი სამკურნალოდ. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის პირდაპირ უკრაინისთვის გადაცემა, შესაძლებელია მისი ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში გადაყვანა. პოდოლიაკი მზად არის პირადად ჩამოვიდეს და წაიყვანოს სააკაშვილი.
„ცოტა უხერხული განცხადება იყო - ჩამოვალ და ჩემი ხელით წავიყვან პატიმარ სააკაშვილსო და სერიოზულად ვერ აღვიქვამ“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის თქმით, პოდოლიაკის ეს განცხადება ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობაა, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას იღებს „სასამართლო დამოუკიდებელი და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით და ვერავინ ჩაერევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში“.
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან „ვივამედის“ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დისკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.