იმერეთში ქარის ელექტროსადგური აშენდება

© AP Photo / Godofredo A. Vásquezქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
ამჟამად საქართველოში მუშაობს ერთი ქარის სადგური „ქართლი“, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. იმერეთის რეგიონში 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ელექტროსადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 81 მლნ კვტ/სთ იქნება, ხოლო საპროექტო ღირებულება 66 მლნ დოლარს შეადგენს.
განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ-ენერჯი-2007“-ს შორის „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

„დადგენილების თანახმად, მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება სახელმწიფო და კერძო კანონმდებლობით გათვალისწინებული „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მთავრობისთვის წარდგენის შესახებ", – ნათქვამია განცხადებაში.

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად გათვალისწინებულია 24 თვე.
ამჟამად საქართველოში მუშაობს ერთი ქარის სადგური „ქართლი“, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგური აშენდება>>>
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–ნოემბერში საქართველოში გამომუშავდა 13,1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 14,6%-ით მეტია.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდის ჰიდროსადგურებზე – 10,4 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებზე – 2,7 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურზე – 79,98 მლნ კვტ/სთ.
2022 წლის 11 თვეში საქართველოში მოიხმარეს 13,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის იანვარი-ნოემბერთან შედარებით 4,8%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0