https://sputnik-georgia.com/20230109/deputati-specoperacia-saakasvilis-gatavisuflebistvis-273758350.html
ესაა სპეცოპერაცია პატიმარ სააკაშვილის დასახსნელად - დეპუტატი
ესაა სპეცოპერაცია პატიმარ სააკაშვილის დასახსნელად - დეპუტატი
Sputnik საქართველო
დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილების ტირაჟირებით ცდილობს პატიმარ სააკაშვილის საქმე სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს. 09.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-09T13:49+0400
2023-01-09T13:49+0400
2023-01-09T18:09+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით მათიკაშვილმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს მისი გათავისუფლებისკენ მიმართული პროპაგანდისტული სპეცოპერაცია უწოდა.სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან „ვივამედის“ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილების ტირაჟირებით ცდილობს პატიმარ სააკაშვილის საქმე სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს.სასამართლო სხდომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლების ან პატიმრობის გადავადების შესახებ 9 იანვარს გაიმართება.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.ექს-პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის დასამტკიცებლად ადვოკატებმა საქმეში ჩართეს ამერიკელი ექსპერტები, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს. ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში: მმართველ პარტიაში უკრაინის ხელისუფლებას უპასუხეს>>მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
ესაა სპეცოპერაცია პატიმარ სააკაშვილის დასახსნელად - დეპუტატი
13:49 09.01.2023 (განახლებულია: 18:09 09.01.2023) დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილების ტირაჟირებით ცდილობს პატიმარ სააკაშვილის საქმე სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით მათიკაშვილმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს მისი გათავისუფლებისკენ მიმართული პროპაგანდისტული სპეცოპერაცია უწოდა.
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან „ვივამედის“ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.
მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილების ტირაჟირებით ცდილობს პატიმარ სააკაშვილის საქმე სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს.
„ეს არის გარკვეული პროპაგანდისტული სპეცოპერაცია, რომ დაიხსნან ეს პატიმარი ციხიდან. სინამდვილეში ეს არის თავიდან ბოლომდე სამართლებრივი საკითხი, მასზე პასუხისმგებელი არის სასამართლო და სასამართლო იმსჯელებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია სააკაშვილთან", – განაცხადა დავით მათიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სასამართლო სხდომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლების ან პატიმრობის გადავადების შესახებ 9 იანვარს გაიმართება.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
ექს-პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის დასამტკიცებლად ადვოკატებმა საქმეში ჩართეს ამერიკელი ექსპერტები, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს. ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.