7 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Bru-nOვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2023
გამოწერა
გაეცანით 7 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
1-10 იანვარი
ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.
მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.
ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.
7 იანვარს დაბადებულები
7 იანვარს დაბადებულები ორბუნებოვანი ადამიანები არიან, ისინი თავად მართავენ საკუთარ ცხოვრებას. თუ ბნელი გზით წავლენ, არაფერი კარგი წინ არ ელოდებათ, განწირული არიან უაზრო და მარტო არსებობისთვის. თუ ევოლუციურ, ნათელ, სულიერ გზას აირჩევენ, შეუძლიათ ჰარმონიული ბედის შექმნა სიკეთის, სხვათა დახმარების, გულმოწყალების სახით.
7 იანვარს დაბადებულებს უჩვეულო მოვლენები იზიდავს. ეს მათი პიროვნების არაორდინალურობას უკავშირდება. ცხოვრებისადმი თავისებური, საკუთარი დამოკიდებულება აქვთ ისე, როგორც სხვა არავის. ხანდახან ყველაფერს გამჭოლად ხედავენ და ამას ხან ირონიული აღქმის ან არსში საზრიანი წვდომის, ან სამყაროზე ობიექტური და მიუკერძოებელი დაკვირვების ხარჯზე ახერხებენ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2018
ზოდიაქოს სამი „ტყვიაგაუმტარი“ ნიშანი
7 იანვარს დაბადებულთა გაოცება რთულია, მათ არ აკვირვებთ არც სხვა ადამიანების განსაკუთრებული ნიჭი, არც სხვისი საოცარი გამოცდილება, არც ბუნების ამოუხსნელი მოვლენები. შთაბეჭდილება იქმნება, რომ რაღაც არარეალურ სამყაროშიც შეუძლიათ ცხოვრება, სადაც ასეთი მოვლენები ჩვეულებრივია რამაა. მაგრამ, სინამდვილეში, ამ დღეს დაბადებულები მუდმივად სწავლის პროცესში არიან და მათი მასწავლებელი - ცხოვრებაა.
ცდილობენ სამყაროს მოცემული შესაძლებლობების რეალიზებას. ადამიანებს ერთი მთლიანის განუყოფელ ნაწილად აღიქვამენ და მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ადამიანია ღირსი იმისა, რომ შეეხოს ცხოვრების საოცარ სიმდიდრეებს, მაგალითად, ფანტაზიების, ოცნებების, მისწრაფებების მეშვეობით.
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>
7 იანვარს დაბადებულები კარგად აცნობიერებენ ქვეცნობიერი იმპულსების, ქცევების, ჩვევების მნიშვნელობას. მათ შეუძლიათ ერთმანეთს დაუკავშირონ თითქოსდა სხვადასხვა აუხსნელი მოვლენები, ამიტომ გასაკვირი არაა მათი მშვიდი რეაქცია მსოფლიო კატაკლიზმებზე.
ასეთი ადამიანები მგრძნობიარე არიან გარემოსადმი და ნევროზულობით გამოირჩევიან. ისინი ღრუბელივით იწოვენ გარე ენერგეტიკულ გავლენას, მათ შორის - ნეგატიურსაც. ხანდახან ზემგრძნობიარე არიან, ამიტომ უნდა დაფიქრდნენ, როგორ აიცილონ თავი ასეთი მოვლენებისგან. მათთვის ცხოვრების კომფორტული პირობები - როგორც პიროვნული, ისე საზოგადოებრივი - მოიაზრება, როგორც სტაბილურობა, ზომიერება და ჰარმონია. ყველაზე ჩვეულებრივ ნივთსაც კი ამ დღეს დაბადებულები აღიქვამენ, როგორც არაჩვეულებრივს, აქედან გამომდინარე, ნეგატიურ ან მანკიერ მოვლენებს არ აკრიტიკებენ და არ განიკითხავენ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
რას გვიმზადებს კურდღელი: 2023 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
ისინი ამას აღიქვამენ, როგორც საზოგადოების „ნორმალური" ცხოვრების ნაწილს და ადამიანის ბუნების თვისებას. მაგრამ ამასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და თუნდაც პრაქტიკული შეხედულებებიდან გამომდინარე, მისდიონ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს და საკუთარი იდეები, რომელთა უმრავლესობას საზოგადოების ჩვეული წყობის აფეთქება შეუძლია, გონივრულად გამოთქვან. ამავე დროს, აღიქვამენ რა თითოეულ ადამიანს, როგორც ცხოვრების საოცრებას, ამ დღეს დაბადებულებმა მათი აზრიც უნდა გაითვალისწინონ - ხანდახან გარშემომყოფებს არ სურთ ისეთივე მდიდარი ცხოვრებით ცხოვრება, როგორც ეს თვითონ მიაჩნიათ.
მეგობრები ინტერესების შესაბამისად უნდა შეარჩიონ, ასევე კარგი იქნება, თუ კოლეგებიც მსგავსი საქმიანობითა იდეებით იქნებიან გატაცებული. ასე ამ დღეს დაბადებულების ცნობისმოყვარეობა ცხოვრებისადმი ხორცს შეისხამს და ყველასთვის საინტერესო გახდება.
ჯანმრთელობა
7 იანვარს დაბადებულებზე უარყოფითად აისახება გარე ფაქტორებისადმი მგრძნობელობა. ეს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციებით ან სწრაფი დაღლილობით. ფორმაში ყოფნისთვის საჭიროა დიეტის დაცვა. ფიზიკური ვარჯიშები, იოგა. რევმატული გამოვლინებები და ართრიტები განსაკუთრებით წლებთან ერთად გაუმწვავდებათ და ამიტომ ფიზიკურ დატვირთვასაც გაზრდიან. ასევე მნიშვნელოვანია მათთვის სრულფასოვანი ძილი.
სასმელები ბარში - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს
რჩევა:
ნუ გაურბიხართ გარე სამყაროს, მასთან ჰარმონიული კავშირი უნდა გქონდეთ. მოძებნეთ თანამზრახველები, რომლებიც თქვენს აზრებსა და გრძნობებს გაიზიარებენ. მოძებნეთ დრო დასვენებისა და მოდუნებისთვის - ეს თქვენთვის აუცილებელია.
ყველა ახალი ამბავი
0