https://sputnik-georgia.com/20230105/antikorufciuli-biuros-shesarchevi-komisia-dakompleqtad-273674380.html
გამოცხადდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა
გამოცხადდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა
Sputnik საქართველო
ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. 05.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-05T14:49+0400
2023-01-05T14:49+0400
2023-01-05T20:47+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს.საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა მთავრობის მეთაურის 2022 წლის 30 დეკემბრის N304 ბრძანების თანახმად განისაზღვრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი.როდის შეიქმნება საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო>>>ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატს სპეციალური საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის საფუძველზე. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს.საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
გამოცხადდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა
14:49 05.01.2023 (განახლებულია: 20:47 05.01.2023) ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს.
საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა მთავრობის მეთაურის 2022 წლის 30 დეკემბრის N304 ბრძანების თანახმად განისაზღვრა,
ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატს სპეციალური საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის საფუძველზე. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს.
საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.