https://sputnik-georgia.com/20230103/saakasvils-sasamartlo-procesebze-daswreba-unda-273635926.html
სააკაშვილს სასამართლო პროცესებზე დასწრება უნდა – ადვოკატი
სააკაშვილს სასამართლო პროცესებზე დასწრება უნდა – ადვოკატი
Sputnik საქართველო
სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს. 03.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-03T17:38+0400
2023-01-03T17:38+0400
2023-01-03T17:38+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
რატი ბრეგაძე
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263673274_0:57:1280:777_1920x0_80_0_0_53cd460051394ef1347395ae5f08925b.jpg
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. მსჯავრდებულ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს, განაცხადა მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში მკვეთრად გაუარესდა. ხაჭაპურიძე აპირებს გამოითხოვოს სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერები.„მოვითხოვთ, პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც 09:00 საათიდან ღამის12 საათამდე“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია, ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ მკურნალობა. ამის დასამტკიცებლად მათ საქმეში ჩართეს ამერიკელი ექსპერტები, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს.ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.ხელისუფლების მიზანი სააკაშვილის სრული იზოლაციაა: რეაქციები პარლამენტის გადაწყვეტილებაზე>>გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება შეეზღუდათ>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263673274_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_22f3748613e0e9fae6f4bab8e94fd3c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძე, გახმაურებული სასამართლო პროცესები
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რატი ბრეგაძე, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სააკაშვილს სასამართლო პროცესებზე დასწრება უნდა – ადვოკატი
სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. მსჯავრდებულ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს, განაცხადა მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
„მას სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს, ამას გავივლით. გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებზე შევჯერდებით. ვეტყვი, რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში მკვეთრად გაუარესდა. ხაჭაპურიძე აპირებს გამოითხოვოს სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერები.
„მოვითხოვთ, პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც 09:00 საათიდან ღამის12 საათამდე“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია, ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ მკურნალობა. ამის დასამტკიცებლად მათ საქმეში ჩართეს ამერიკელი ექსპერტები, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს.
ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.