https://sputnik-georgia.com/20221230/deputatebs-saakashviltan-vizitebi-sheezgudat-273576581.html
დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება შეეზღუდათ
დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება შეეზღუდათ
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ძალაში რჩება უკვე გაცემული ნებართვები. 30.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-30T18:56+0400
2022-12-30T18:56+0400
2022-12-30T21:36+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1d/273519596_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_01f7c08b8cc2b1b0a7a179898c0fed09.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრებს სპეციალური ნებართვის გარეშე მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის უფლება შეუჩერდათ, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიიღო. პატიმრობის კოდექსისა და რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია ერთხელ მისცეს დეპუტატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება.პარლამენტის ინფორმაციით, მსჯავრდებული სააკაშვილის მონახულების მიზნით 2021 წლის 3 ოქტომბრიდან პარლამენტის სპიკერის მხრიდან დეპუტატებზე 228 ნებართვა გაიცა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძალაში რჩება უკვე გაცემული ნებართვები.გარდა ამისა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის სათანადო პირობებზე მონიტორინგს მისი ადვოკატებიც აწარმოებენ, რომლებმაც დღევანდელ დღემდე სააკაშვილთან 533 ვიზიტი განახორციელეს. აქტიურ მონიტორინგს ასევე აწარმოებენ სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები, რომლებსაც ნებისმიერ დროს, დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ მოინახულონ ნებისმიერი პატიმარი. სააკაშვილის შემთხვევაში მათ ამ უფლებით 57-ჯერ ისარგებლეს.„შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია“, – ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 27 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ზომების გამკაცრების, მათ შორის ვიზიტების შესახებ.იუსტიციის მინისტრი: მარგველაშვილი რადიკალური ოპოზიციის ნაწილი გახდა>>>ბრეგაძემ პაპუაშვილს მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.ექსპერტთა ჯგუფის ექიმები ამტკიცებენ, რომ მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი დაჟინებით მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა შეძლოს საზღვარგარეთ მისთვის საჭირო მკურნალობის ჩატარება.მანამდე რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოშიუკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქოსასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვემისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1d/273519596_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_dc8a9c744ceaf9b31173b00c361be6c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება შეეზღუდათ
18:56 30.12.2022 (განახლებულია: 21:36 30.12.2022) გავრცელებული ინფორმაციით, ძალაში რჩება უკვე გაცემული ნებართვები.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრებს სპეციალური ნებართვის გარეშე მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის უფლება შეუჩერდათ, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიიღო. პატიმრობის კოდექსისა და რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია ერთხელ მისცეს დეპუტატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება.
პარლამენტის ინფორმაციით, მსჯავრდებული სააკაშვილის მონახულების მიზნით 2021 წლის 3 ოქტომბრიდან პარლამენტის სპიკერის მხრიდან დეპუტატებზე 228 ნებართვა გაიცა.
„ეს, თავის მხრივ, მეტყველებს იმაზე, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან ამ უფლების მინიჭებაზე მიმართვა დიდი ხანია გასცდა მიმართვაში აღნიშნულ მიზანს – პატიმრის მიერ სასჯელის მოხდის პირობების გაცნობას, და გამოიყენება უშუალოდ პატიმართან პირადი თუ საქმიანი ხასიათის შეხვედრისთვის, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ საჯაროდ მიუთითა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძალაში რჩება უკვე გაცემული ნებართვები.
გარდა ამისა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის სათანადო პირობებზე მონიტორინგს მისი ადვოკატებიც აწარმოებენ, რომლებმაც დღევანდელ დღემდე სააკაშვილთან 533 ვიზიტი განახორციელეს.
აქტიურ მონიტორინგს ასევე აწარმოებენ სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები, რომლებსაც ნებისმიერ დროს, დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ მოინახულონ ნებისმიერი პატიმარი. სააკაშვილის შემთხვევაში მათ ამ უფლებით 57-ჯერ ისარგებლეს.
„შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 27 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ზომების გამკაცრების, მათ შორის ვიზიტების შესახებ.
ბრეგაძემ პაპუაშვილს მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
ექსპერტთა ჯგუფის ექიმები ამტკიცებენ, რომ მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი დაჟინებით მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა შეძლოს საზღვარგარეთ მისთვის საჭირო მკურნალობის ჩატარება.
მანამდე რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოშიუკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქოსასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვემისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.