3 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY 2.0 / Flickr / N i c o l a / Cristmas treeნაძვის ხის საახალწლოდ მორთვის ტრადიცია 2 ათასი წლისაა
ნაძვის ხის საახალწლოდ მორთვის ტრადიცია 2 ათასი წლისაა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გამოწერა
გაეცანით 3 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
1-10 იანვარი
ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.
მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.
ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.
3 იანვარს დაბადებულები
3 იანვარს დაბადებულები დაბადებით აგრესიული, თავმოყვარე და ამბიციებით აღსავსე ადამიანები არიან, თან არცთუ კარგი ხასიათი, რთული ზნე აქვთ. მათთან თანაცხოვრება ძნელია. ისინი აფასებენ დამოუკიდებლობას, ყველაფერზე საკუთარი თვალსაზრისი გააჩნიათ.
უყვართ კამათი და თავისი მოსაზრების დამტკიცება, თუნდაც საკუთარ თავს გამოუტყდნენ, რომ მართალი არ არიან, არ შეუძლიათ შეცდომის აღიარება. რადგან არ აქვთ სურვილი, დაამყარონ კონტაქტები და ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდეთ, ეს მათ ხელს უშლის საკუთარი ნიჭის სრულად რეალიზებაში, ეს ნიჭი კი ნამდვილად მრავალმხრივია. ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფში სწრაფად იძენენ მოშურნეებსა და მტრებს, ამიტომ მათთვის ჩვეულია ინტრიგები, კონფლიქტები, ჭორები. ადამიანები ცდილობენ, მათგან თავი შორს დაიჭირონ, ეს კი ამ დღეს დაბადებულთა ჩანაფიქრის განხორციელებას უშლის ხელს.
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>
3 იანვარს დაბადებულთა მკაფიო მახასიათებელი ნიშანია საფუძვლიანი საქმიანობა: თუ საქმეს მოჰკიდებენ ხელს, მთლიანად ეფლობიან ამ პროცესში, საქმეს ფანატიზმით, გატაცებით ეკიდებიან და ძნელი წარმოსადგენია, რომ ის შუა გზაზე მიატოვონ. მაგრამ ამ ერთგულებაშიც არის ნეგატიური მხარე - სურვილის არქონა, რომ აღიარონ საკუთარი შეცდომები და წარმოქმნილი სირთულეები, რადგან მათთვის სრულებით მიუღებელია დამარცხება. თუ არაფერი შეფერხება არ შეინიშნება სამუშაო პროცესში, ისინი იდეალური, საიმედო, ყურადღებიანი, ინიციატივიანი და აკურატული მუშაკები არიან. ბუნებით მინიჭებული პასუხისმგებლობის გრძნობა ყველაზე იოლი ამოცანების შესრულებისასაც კი მოწყენის უფლებას არ აძლევთ. თავის საქმეს სხვას არასდროს აკისრებენ და ამიტომ შემოთავაზებულ სამუშაოზე უარს არასდროს ამბობენ.
3 იანვარს დაბადებულები შესაშური სიჯიუტით გამოირჩევიან. წარმოუდგენელია მათთან ერთხელ დადებული შეთანხმების გაუქმება - მის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ თვითონაც და მეორე მხარესაც ამას აიძულებენ. თუ რამე ორგანიზაციაში მუშაობენ, ამ ორგანიზაციის ერთგული არიან, ამიტომ მათ ვერასდროს ამხელენ საკუთარი კოლეგების ანგარების მიზნით გამოყენებაში ან პირადი მიზნებისთვის მოქმედებებში.
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
2023 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ამ დღეს დაბადებულები თავს მოხერხებულად გრძნობენ ნებისმიერი თავდასხმის დროს და პროვოკაციებზე აგრესიული პასუხის გაცემაც შეუძლიათ, თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში ცდილობენ, თავი აარიდონ კონფრონტაციას, ამჟღავნებენ თავაზიანობას. 3 იანვარს დაბადებულებს აღიქვამენ, როგორც გამოცდილებით დაბრძენებულ ადამიანებს - ეს ეფუძნება ცოდნასაც, ამ ცოდნის გამოყენების უნარსაცა და ცხოვრებისეულ პრაქტიკასაც.
მათ შეუძლიათ საუბარი ამაღლებულზე, თუმცა საქმეში პრაქტიკულები არიან. ამჟღავნებენ რა ძლიერ ნებისყოფას, სიმტკიცესა და სხვათა დარწმუნების უნარს, 3 იანვარს დაბადებულები აკვიატებული და აუტანელი ხდებიან. ეს გასაგებიცაა - აკვიატებას მხოლოდ გაღიზიანება მოჰყვება, რომელიც გროვდება და თანდათან იზრდება, ეს იწვევს სირთულეებს ურთიერთობებში და ხანდახან ორივე მხარის მრისხანებაში გადადის. ჩვეულებრივ, ძალა და მოთმინება ამ დღეს დაბადებულთა ოპონენტებს ეცლებათ. და 3 იანვარს დაბადებულების მრავალი გამარჯვების მიზეზი სწორედ შესანიშნავი თვითკონტროლის უნარია.
ისინი ქმნიან ილუზიას, რომ უკან იხევენ, სინამდვილეში კი მორიგ შეტევას ამზადებენ, რომელიც უფრო მომგებიან დროსა და პირობებში განხორციელდება. თავიანთი საბოლოო მარცხის აღიარება მათ არ შეუძლიათ. 3 იანვარს დაბადებულები ყურადღებით უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ინდივიდუალობას კოლექტივის საჭიროებებს არგებენ. მათ უნდა შეარჩიონ ისეთი პროფესიები, სადაც მათი შრომის ყოველ შედეგზე მათი პირადი ბეჭედი იქნება დასმული, ასევე გონივრულად იქნება მოვალეობისა და პირადი თავისუფლების შერწყმა. ასევე, არ ღირს სამუშაოს გულისთვის სულიერი მიზნების შელახვა.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
ჯანმრთელობა
3 იანვარს დაბადებულები კარგი პაციენტები არიან - ისინი უვლიან თავს, აკონტროლებენ ჯანმრთელობას, ხშირად სტუმრობენ თერაპევტსა და სტომატოლოგს. თუმცა, მათი ჯანმრთელობა ხშირად ეწირება მათ სამუშაოს. მათი ამოცანა ბავშვობიდან ხდება სწორი და რეგულარული კვების, სრულფასოვანი ძილის, დასვენების, პირადი ჰიგიენის მოთხოვნების გამომუშავება. მათ წაადგებათ გუნდური თამაშები, შეჯიბრებები და სხვა ფიზიკური დატვირთვები. 3 იანვარს დაბადებულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ალერგიასა და კანის დაავადებებს.
რჩევა:
უნდა გააცნობიეროთ და მიიღოთ, რომ ყოველთვის ვერ გაიმარჯვებთ. უარი თქვით უგრძნობელი ადამიანის ნიღაბზე - არ გიხდებათ. ყველა არაა მზად, თქვენსავით ერთგულად და პასუხისმგებლობით მოეკიდოს სამუშაოს, ამას სხვებისგან ნუ ელოდებით. ადამიანები განსხვავებული არიან - მიიღეთ ეს და ამ განსხვავებას პატივი ეცით.
ყველა ახალი ამბავი
0