რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმეიდანი
მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2022
გამოწერა
2022 წლის ნოემბერში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი მაღალი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9,3% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის რეალური ზრდის 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.
შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა უძრავი ქონების გარიგებების სფეროში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სფეროში.

რა და რამდენით გაიზარდა

იანვარი–ნოემბერში ექსპორტის ზრდამ დაახლოებით 32% შეადგინა, ასევე იმპორტის – 32%. ოქტომბერში ქვეყანაში 7,2 ათასამდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ით მეტი.
„დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 17%-ით გაიზარდა და 11,8 მლრდ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებთან.
თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის ზრდით - ესაა გზების და ავტობანების მშენებლობა. მისი თქმით, ნოემბერში სამშენებლო მასალების იმპორტი 35%-ით გაიზარდა.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდა დაკავშირებულია როგორც სატვირთო ტრანსპორტის მუშაობასთან. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის გაფართოების შედეგად გაიზარდა სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების ზრდით.
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოში: მინისტრის პროგნოზი >>
ზრდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ძირითადად უკავშირდება ფერადი ლითონების მადნების მოპოვებას.
ვაჭრობის სექტორში ზრდა განაპირობა ვაჭრობამ ავტომობილებით და ავტონაწილებით, ასევე ვაჭრობის მოცულობის ზრდამ. ნოემბერში რეექსპორტის მაჩვენებელი თითქმის 2,3-ჯერ გაიზარდა. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სომხეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით.
ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას >>
ზრდის ტენდენციებია ასევე არასპეციალიზებულ მაღაზიებში: ესაა ვაჭრობა სურსათით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. გაიზარდა ელექტრონული საქონლითა და სამშენებლო მასალებით ვაჭრობა.
ზრდის ტენდენცია ასევე შეიმჩნეოდა სასტუმრო და სარესტორნო სექტორში. ამაზე გავლენა იქონია გასულ წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის თითქმის 2,5-ჯერ გაზრდამ. კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყანაში 417 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0