https://sputnik-georgia.com/20221226/ornisna-ekonomikuri-zrda-saqartvelosi-ministris-prognozi-273424388.html
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოში: მინისტრის პროგნოზი
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოში: მინისტრის პროგნოზი
Sputnik საქართველო
მთავრობის ამოცანაა 2023 წელს მშპ-ის დაგეგმილზე მაღალ ზრდას მიაღწიოს, განაცხადა მინისტრმა. 26.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-26T21:03+0400
2022-12-26T21:03+0400
2022-12-26T21:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/00/244800016_0:34:2000:1159_1920x0_80_0_0_6ef60ba2322d5915afb62e667d389dc6.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. იმასთან დაკავშირებით, რომ დეკემბრის თვე ეკონომიკურად ნოემბერზე ბევრად აქტიურია, მოსალოდნელია 2022 წლის დასრულება მშპ-ის ორნიშნა ზრდით, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით განაგრძობს აღდგენას – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის ოქტომბერში, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8,3% შეადგინა. რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ათ თვეში წლის დასაწყისიდან 10%-ია.ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე საუბარი, რადგან იქნება თუ არა საქართველოში მშპ-ის ორნიშნა ზრდა, 2023 წლის იანვრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს გამოაქვეყნებს.„წლის განმავლობაში ჩვენ და ფინანსთა სამინისტროს გვაქვს წინასწარი შეფასებები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუყურებთ საწარმოების აქტივობას, საწარმოების ბრუნვას, ექსპორტის და იმპორტის მონაცემებს, რომელიც, პრინციპში, ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება ეკონომიკურ ბლოკში“, – განაცხადა მინისტრმა.დავითაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ მთავრობის ამოცანაა 2023 წელს მშპ-ის ზრდა გავიდეს დაგეგმილზე მაღალ დონეზე, რადგან ამაზეა დამოკიდებული ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა მიიღოს.საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 15 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ.პროექტის თანახმად, 2023 წელს მოსალოდნელია 5%-მდე ეკონომიკური ზრდა.დამტკიცებული პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები 2023 წელს 2,1 მილიარდი ლარით გაიზრდება 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით და 21,9 მილიარდ ლარს გაუტოლდება. აქედან საბიუჯეტო სახსრები 20 მილიარდი ლარია, დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,9 მილიარდი ლარი.ყველაზე მეტი ფული მოხმარდება ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტიც 6,9 მილიარდ ლარს შეადგენს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 3,3 მილიარდი ლარი იქნება, განათლების სამინისტრო კი 2 მილიარდ ლარზე მეტს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/00/244800016_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9736ed3c6f361f5cd82c9e0df032354d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოში: მინისტრის პროგნოზი
21:03 26.12.2022 (განახლებულია: 21:59 26.12.2022) მთავრობის ამოცანაა 2023 წელს მშპ-ის დაგეგმილზე მაღალ ზრდას მიაღწიოს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. იმასთან დაკავშირებით, რომ დეკემბრის თვე ეკონომიკურად ნოემბერზე ბევრად აქტიურია, მოსალოდნელია 2022 წლის დასრულება მშპ-ის ორნიშნა ზრდით, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით განაგრძობს აღდგენას – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის ოქტომბერში, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8,3% შეადგინა. რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ათ თვეში წლის დასაწყისიდან 10%-ია.
„გარკვეული შენელების შემდეგ, ნოემბერთან შედარებით დეკემბერი არის საკმაოდ აქტიური, და მოლოდინი გვაქვს, რომ 2022 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დახურვას მოვახერხებთ. საკმაოდ ახლოს ვიქნებით იმასთან, რომ ჩვენ გვქონდეს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა 2022 წლის ბოლოს. თუმცა ეს არის ჩვენი პროგნოზი“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე საუბარი, რადგან იქნება თუ არა საქართველოში მშპ-ის ორნიშნა ზრდა, 2023 წლის იანვრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს გამოაქვეყნებს.
„წლის განმავლობაში ჩვენ და ფინანსთა სამინისტროს გვაქვს წინასწარი შეფასებები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუყურებთ საწარმოების აქტივობას, საწარმოების ბრუნვას, ექსპორტის და იმპორტის მონაცემებს, რომელიც, პრინციპში, ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება ეკონომიკურ ბლოკში“, – განაცხადა მინისტრმა.
დავითაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ მთავრობის ამოცანაა 2023 წელს მშპ-ის ზრდა გავიდეს დაგეგმილზე მაღალ დონეზე, რადგან ამაზეა დამოკიდებული ყველა ის სიკეთე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა მიიღოს.
„რაც შეეხება მომავალი წლის ზრდას, იცით, რომ ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს უფრო კონსერვატიულ გათვლებზე დაფუძნებით. ამ შემთხვევაში აღებული გვაქვს 5%, რაც, ვფიქრობ, წინდახედული პოლიტიკის დამადასტურებელია“, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 15 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ.
პროექტის თანახმად, 2023 წელს მოსალოდნელია 5%-მდე ეკონომიკური ზრდა.
დამტკიცებული პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები 2023 წელს 2,1 მილიარდი ლარით გაიზრდება 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით და 21,9 მილიარდ ლარს გაუტოლდება. აქედან საბიუჯეტო სახსრები 20 მილიარდი ლარია, დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,9 მილიარდი ლარი.
ყველაზე მეტი ფული მოხმარდება ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტიც 6,9 მილიარდ ლარს შეადგენს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 3,3 მილიარდი ლარი იქნება, განათლების სამინისტრო კი 2 მილიარდ ლარზე მეტს მიიღებს.