https://sputnik-georgia.com/20220110/raribasvili-2021-wels-mivarwiet-ornisna-ekonomikur-zrdas-263494449.html
ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას
ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას
Sputnik საქართველო
ვითარება რადიკალურად შეიცვალა მარტი-აპრილის თვიდან, როდესაც ჯერ მარტში შემდეგ კი აპრილში უპრეცედენტოდ მაღალი - 44,8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
2022-01-10T14:37+0400
2022-01-10T14:37+0400
2022-01-10T19:33+0400
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425738_0:50:1280:771_1920x0_80_0_0_c70514b9ffbb1241c40b46587946d375.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს. 10,7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2020 წლის ბოლოს – როგორც ეპიდემიოლოგიურად, ისე ეკონომიკურად ყველაზე რთულ პირობებში, შესაბამისად, 2021 წელს ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები მინიმალური იყო.მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მაშინ შეადგენდა 4,3%-ს; მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პროგნოზირებული იყო 53,4 მილიარდი ლარის ოდენობით; მთავრობის ვალის პროგნოზი იყო მშპ-ის 60 პროცენტზე მაღალი; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენდა მშპ-ის 7,6%-ს.რა დაავალა პრემიერმა ეკონომიკის სამინისტროს 2022 წლისთვის>>„2021 წელი დაიწყო საკმაოდ რთულად – იანვარში გვქონდა 11,5%-იანი ეკონომიკური კლება, ფაქტობრივად ვიყავით „ლოკდაუნის“ რეჟიმში, ვირუსის ძალიან მაღალი გავრცელებითა და, სამწუხაროდ, ადამიანური დანაკარგებით“, – აღნიშნა პრემიერმა.მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა მარტი-აპრილის პერიოდიდან, როდესაც ჯერ მარტში დაფიქსირდა დადებითი ზრდის მაჩვენებელი, ხოლო აპრილში უპრეცედენტოდ მაღალი – 44,8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამავე პერიოდში დაიწყო საგარეო ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების სწრაფი გაუმჯობესების პროცესი, აღნიშნა ღარიბაშვილმა.მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით 59,6 მილიარდ ლარს შეადგენს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები. კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად შემცირდა მშპ-ის 6,1%-მდე.„ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
https://sputnik-georgia.com/20211231/saqartvelos-ekonomikis-rekorduli-zrda-grzeldeba-statistika-263316391.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425738_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_a360d165e2077d7242790bd53ebb18f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ღარიბაშვილი პრემიერი ეკონომიკა ზრდა
ღარიბაშვილი პრემიერი ეკონომიკა ზრდა
ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას
14:37 10.01.2022 (განახლებულია: 19:33 10.01.2022) მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს. 10,7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2020 წლის ბოლოს – როგორც ეპიდემიოლოგიურად, ისე ეკონომიკურად ყველაზე რთულ პირობებში, შესაბამისად, 2021 წელს ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები მინიმალური იყო.
მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მაშინ შეადგენდა 4,3%-ს; მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პროგნოზირებული იყო 53,4 მილიარდი ლარის ოდენობით; მთავრობის ვალის პროგნოზი იყო მშპ-ის 60 პროცენტზე მაღალი; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენდა მშპ-ის 7,6%-ს.
„2021 წელი დაიწყო საკმაოდ რთულად – იანვარში გვქონდა 11,5%-იანი ეკონომიკური კლება, ფაქტობრივად ვიყავით „ლოკდაუნის“ რეჟიმში, ვირუსის ძალიან მაღალი გავრცელებითა და, სამწუხაროდ, ადამიანური დანაკარგებით“, – აღნიშნა პრემიერმა.
მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა მარტი-აპრილის პერიოდიდან, როდესაც ჯერ მარტში დაფიქსირდა დადებითი ზრდის მაჩვენებელი, ხოლო აპრილში უპრეცედენტოდ მაღალი – 44,8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამავე პერიოდში დაიწყო საგარეო ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების სწრაფი გაუმჯობესების პროცესი, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
11 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტის ზრდამ შეადგინა 26,7 პროცენტი, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ – 28,7 პროცენტი; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან მიმართებით 112 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 37 პროცენტი შეადგინა. პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25,4 პროცენტით გაიზარდა. მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით 59,6 მილიარდ ლარს შეადგენს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები. კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად შემცირდა მშპ-ის 6,1%-მდე.
„ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.