სააკაშვილის შეწყალება ამორალური ნაბიჯი იქნება - ირაკლი კობახიძე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
კობახიძის თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მთავარი მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამორალური ნაბიჯი იქნებოდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოთხშაბათს პრეზიდენტის რეზიდენციასთან სააკაშვილის გათავისუფლების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. თავად ზურაბიშვილმა თავისი გეგმები სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ გაამხილა. ადრე მას ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია ჰქონდა: „არა და არასდროს“.

„ფორმალურ მხარეს თუ ავიღებთ, შეწყალების უფლება არის აბსოლუტური, მაგრამ მორალი არ არის ისეთი კატეგორია, სადაც აბსოლუტური უფლებებით შეიძლება იმოქმედო. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ პროცესს უკავშირდება, პოლიტიკურ და პიარულ კამპანიას, ეს იქნებოდა აბსოლუტურად ამორალური ნაბიჯი“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია იმედის" ეთერში.

მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მთავარი მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო, ხოლო ამის კულმინაცია მეორე ფრონტის გახსნა უნდა გამხდარიყო.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, პრინციპული უნდა ვიყოთ ამ ბრძოლაში, არ უნდა ავყვეთ პოლიტიკურ კამპანიას, პიარულ კამპანიას და, რაც მთავარია, არავის აქვს უფლება, განახორციელოს პოლიტიზებული ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, რისი მცდელობაც არის ახლა „ნაცმოძრაობის“ და მისი მხარდამჭერების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
კალაძე: ზოგიერთი ევროპარლამენტარის მოწოდებები შორსაა ევროპული ღირებულებებისგან>>
შეიცვლის თუ არა აზრს ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გათვალისწინებით, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სასამართლო სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე თავის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეწყდეს სპეკულაციები ამ თემაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს“.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილს თავისი მხარდაჭერა შეახსენა>>
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0