https://sputnik-georgia.com/20221229/qartulma-ocnebam-zurabisvils-tavisi-mxardawera-seaxsena-273531323.html
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილს თავისი მხარდაჭერა შეახსენა
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილს თავისი მხარდაჭერა შეახსენა
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილის ამომრჩეველი ელოდება, რომ მისი დამოკიდებულება მათ მიმართ სამართლიანი იქნება და არა ამპარტავნული. 29.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-29T16:06+0400
2022-12-29T16:06+0400
2022-12-29T19:58+0400
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_0:45:1280:766_1920x0_80_0_0_c2ec8bea1ebaf60ecc42858aad997559.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს მხარი დაუჭირა პირველ რიგში იმიტომ, რომ ის იყო დამოუკიდებელი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებთან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მსჯავრდებულის შეწყალების საკითხზე ბულინგი მიმდინარეობს და მან ამაში მმართველი პარტიის მონაწილეობაზე მიანიშნა.ზურაბიშვილი არჩეული პრეზიდენტია და, ვოლსკის თქმით, მას მხარი დაუჭირა არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, არამედ იმ ადამიანებმაც, რომლებიც გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.„ვინც გუშინ იყო შეკრებილი მის სასახლესთან, სწორედ მისი ამომრჩევლები არიან და იმის მოლოდინში არიან, რომ მისი პოზიცია იქნება სამართლიანი და არა ამპარტავნული, არამედ ზუსტად ისეთი, რომელზეც თვითონ საუბრობდა გარკვეული პერიოდის წინ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.„ქართული ოცნება“: პრეზიდენტმა იცის, საიდან მოდის ბულინგი>>ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ მიმართა სიტყვებით: „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე... თურმე იციან, მე რას გავაკეთებ. თურმე იციან, როდის გავაკეთებ და თურმე იციან, რატომ გავაკეთებ“. შეკრებილებმა, განსაკუთრებით კი მათ, ვისი ახლობლებიც წინა ხელისუფლების დროს მოკლეს, ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღეს.რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საკითხს, პრეზიდენტს თავის გეგმებზე არ უსაუბრია.ადრე სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მას ჰქონდა მკაფიო პოზიცია: „არა და არასდროს“. შეიცვლის თუ არა აზრს ზურაბიშვილი, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გათვალისწინებით, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სასამართლო სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე თავის გადაწყვეტილებას მიიღებს.მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეწყდეს სპეკულაციები ამ თემაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს“.სააკაშვილი, ბულინგი და საქართველოს პერსპექტივები - პრეზიდენტის ბრიფინგის მთავარი თემები>>სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილს შორის ურთიერთობა მისი პრეზიდენტობის სამი წლის შემდეგ გაფუჭდა. პარტიის გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის პირველი მცდელობები პრეზიდენტს 2021 წელს ჰქონდა.2022 წლის მარტში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი დაადანაშაულა ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციის დარღვევაში. მას შემდეგ ურთიერთკრიტიკა მხოლოდ გამძაფრდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_59:0:1198:854_1920x0_80_0_0_df7bf70ff70deff3cbfbc4b0e4b00317.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება
ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილს თავისი მხარდაჭერა შეახსენა
16:06 29.12.2022 (განახლებულია: 19:58 29.12.2022) ზურაბიშვილის ამომრჩეველი ელოდება, რომ მისი დამოკიდებულება მათ მიმართ სამართლიანი იქნება და არა ამპარტავნული.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს მხარი დაუჭირა პირველ რიგში იმიტომ, რომ ის იყო დამოუკიდებელი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებთან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მსჯავრდებულის შეწყალების საკითხზე ბულინგი მიმდინარეობს და მან ამაში მმართველი პარტიის მონაწილეობაზე მიანიშნა.
„ჩვენ თუ გვერდზე დავუდექით, ამის მიზეზიც გვქონდა... მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო, რომ ის დამოუკიდებელია და არ არის მოწყვლადი გარკვეული პოლიტიკური ზეწოლების თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც საპირისპირო შედეგს იღებ, ვალდებული ხარ, ამის შესახებ ღიად ილაპარაკო“, – განაცხადა ვოლსკიმ „TV პირველის“ ეთერში.
ზურაბიშვილი არჩეული პრეზიდენტია და, ვოლსკის თქმით, მას მხარი დაუჭირა არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, არამედ იმ ადამიანებმაც, რომლებიც გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.
„ვინც გუშინ იყო შეკრებილი მის სასახლესთან, სწორედ მისი ამომრჩევლები არიან და იმის მოლოდინში არიან, რომ მისი პოზიცია იქნება სამართლიანი და არა ამპარტავნული, არამედ ზუსტად ისეთი, რომელზეც თვითონ საუბრობდა გარკვეული პერიოდის წინ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ მიმართა სიტყვებით: „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე... თურმე იციან, მე რას გავაკეთებ. თურმე იციან, როდის გავაკეთებ და თურმე იციან, რატომ გავაკეთებ“. შეკრებილებმა, განსაკუთრებით კი მათ, ვისი ახლობლებიც წინა ხელისუფლების დროს მოკლეს, ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღეს.
რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საკითხს, პრეზიდენტს თავის გეგმებზე არ უსაუბრია.
ადრე სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მას ჰქონდა მკაფიო პოზიცია: „არა და არასდროს“. შეიცვლის თუ არა აზრს ზურაბიშვილი, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გათვალისწინებით, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სასამართლო სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე თავის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეწყდეს სპეკულაციები ამ თემაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს“.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილს შორის ურთიერთობა მისი პრეზიდენტობის სამი წლის შემდეგ გაფუჭდა. პარტიის გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის პირველი მცდელობები პრეზიდენტს 2021 წელს ჰქონდა.
2022 წლის მარტში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი დაადანაშაულა ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციის დარღვევაში. მას შემდეგ ურთიერთკრიტიკა მხოლოდ გამძაფრდა.