https://sputnik-georgia.com/20221228/saakasvili-bulingi-da-saqartvelos-prespeqtivebi-prezidentis-brifingis-mtavari-temebi-273503729.html
სააკაშვილი, ბულინგი და საქართველოს პერსპექტივები - პრეზიდენტის ბრიფინგის მთავარი თემები
სააკაშვილი, ბულინგი და საქართველოს პერსპექტივები - პრეზიდენტის ბრიფინგის მთავარი თემები
Sputnik საქართველო
საქართველო იძირება, რადგან ერთადერთი განსახილველი თემა არის სააკაშვილი, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T19:36+0400
2022-12-28T19:36+0400
2022-12-28T22:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_dc166b8140a002d93cc849f915b9b571.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართა დაუგეგმავი ბრიფინგი მას შემდეგ, რაც თავისი რეზიდენციის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ მიმართა სიტყვებით: „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე... თურმე იციან მე რას გავაკეთებ. თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ“. შეკრებილებმა, განსაკუთრებით კი მათ, ვისი ახლობლებიც წინა ხელისუფლების დროს მოკლეს, ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღეს.ზურაბიშვილმა სპონტანური ბრიფინგი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას მიუძღვნა. მან გააკრიტიკა როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ისე ოპოზიცია და აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ქვეყანაში ერთადერთი განსახილველი თემა არის სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაციაა. მისი თქმით, ეს აწყობს ორივე მხარეს – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.პრეზიდენტის თქმით, ის მუდმივ ბულინგს და ზეწოლას განიცდის.„მე ამაში რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს – ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ზეწოლა, ბულინგი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.ამასთან მან არ გასცა პასუხი კითხვას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს – შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს.„მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგის დასასრულს ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_97:0:2826:2047_1920x0_80_0_0_b94c17688cbd354c11f922bd4d70cfbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
სააკაშვილი, ბულინგი და საქართველოს პერსპექტივები - პრეზიდენტის ბრიფინგის მთავარი თემები
19:36 28.12.2022 (განახლებულია: 22:13 28.12.2022) საქართველო იძირება, რადგან ერთადერთი განსახილველი თემა არის სააკაშვილი, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართა დაუგეგმავი ბრიფინგი მას შემდეგ, რაც თავისი რეზიდენციის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ მიმართა სიტყვებით: „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე... თურმე იციან მე რას გავაკეთებ. თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ“. შეკრებილებმა, განსაკუთრებით კი მათ, ვისი ახლობლებიც წინა ხელისუფლების დროს მოკლეს, ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღეს.
ზურაბიშვილმა სპონტანური ბრიფინგი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას მიუძღვნა. მან გააკრიტიკა როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ისე ოპოზიცია და აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ქვეყანაში ერთადერთი განსახილველი თემა არის სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაციაა. მისი თქმით, ეს აწყობს ორივე მხარეს – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.
„უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ორივეს აწყობს – ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის მუდმივ ბულინგს და ზეწოლას განიცდის.
„მე ამაში რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს – ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ზეწოლა, ბულინგი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან მან არ გასცა პასუხი კითხვას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს – შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს.
„მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგის დასასრულს ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას.