„ქართული ოცნება“: პრეზიდენტმა იცის, საიდან მოდის ბულინგი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ გამართული პროტესტის ფონზე მის მიმართ ბულინგზე ალაპარაკდა
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა კარგად იცის საიდან მოდის ბულინგი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, როგორც ის ამტკიცებს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის გამო განიცდის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
სახელმწიფოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წინააღმდეგ გამართული აქციის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის გამო მის მიმართ ბულინგზე ილაპარაკა და მასში მმართველი პარტიის მონაწილეობაზე მიანიშნა.
„ჩემი და საზოგადოების დიდი ნაწილის რჩევაა, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილოს შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ ორგანიზებულ შეტევაზე, რაც ხორციელდება მსოფლიოს მასშტაბით. მან ზუსტად იცის, საიდან მოდის ამის ორგანიზება და ეს აქტივობები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ არც ჰუმანიტარული, არც ადამიანური, არც მორალური ნაწილი არ წარმოადგენს სააკაშვილის შეწყალების საფუძველს.
ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას აქციაში პოლიტიკური პარტიის ფარული მონაწილეობის შესახებ - მან მიანიშნა, რომ პრეზიდენტის ბულინგში ოპოზიცია მონაწილეობს.
© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
Саломе Зурабишвили - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
სალომე ზურაბიშვილი
„ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ესაა საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი. ბულინგის ავტორთა აზრით, ბულინგმა უნდა განაპირობოს გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ დღეს გამართული აქციის მონაწილეები აღშფოთდნენ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ მიმართა სიტყვებით: „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე... თურმე იციან მე რას გავაკეთებ. თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ“. შეკრებილებმა, განსაკუთრებით კი მათ, ვისი ახლობლებიც წინა ხელისუფლების დროს მოკლეს, ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღეს.
რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საკითხს, პრეზიდენტს თავის გეგმებზე არ უსაუბრია.
ადრე სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მას ჰქონდა მკაფიო პოზიცია: „არა და არასდროს“. შეიცვლის თუ არა აზრს ზურაბიშვილი, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გათვალისწინებით, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სასამართლო სასჯელის გაუქმებისა ან გადავადების საკითხზე თავის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეწყდეს სპეკულაციები ამ თემაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს“.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილს შორის ურთიერთობა მისი პრეზიდენტობის სამი წლის შემდეგ გაფუჭდა. პარტიის გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის პირველი მცდელობები პრეზიდენტს 2021 წელს ჰქონდა.
2022 წლის მარტში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი დაადანაშაულა ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციის დარღვევაში. მას შემდეგ ურთიერთკრიტიკა მხოლოდ გამძაფრდა.
ყველა ახალი ამბავი
0