ხელმისაწვდომი მედიკამენტები და მომსახურება: რეგულირების სააგენტომ ანგარიში წარმოადგინა

© photo: Sputnik / Stringerზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კლინიკური შეფასების პროცესში იგეგმება საერთაშორისო და ადგილობრივი ასოციაციების ჩართვა.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
სწორედ აღნიშნული სააგენტო ახორციელებს ჯანდაცვის რეფორმების რეალიზაციის პროცესის კონტროლს ქვეყანაში.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ლიკა ჭუმბურიძის თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სექტორში ხარისხის გაუმჯობესებაზე. მიმდინარე წელს გაძლიერდა კლინიკებში შიდა ინფექციის კონტროლის მექანიზმები. ძალაში შევიდა რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები.

გარდა ამისა, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კლინიკური შეფასების პროცესში იგეგმება საერთაშორისო და ადგილობრივი ასოციაციების ჩართვა. ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლის პროცესს.
პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა>>>
ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით წელს გაიხსნა თურქეთის ბაზარი. ამოქმედდა სავალდებულო ელექტრონული რეცეპტების სისტემა. მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაინერგა GMP/GDP სტანდარტები, მომდევნო წელს კი წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია გაიხსნება.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
საქართველომ თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი მიმდინარე წლის მარტიდან გახსნა. შედეგად წამლების ფასი საქართველოში 60–80%-ით შემცირდა და ამის ხარჯზე ყოველწლიურად მოქალაქეები დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკონომიას შეძლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0