ნიკა მელია ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
მელიას თქმით, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ შეხვდა.
მელიას თქმით, ზურაბიშვილი ძალზე საღად აფასებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ მძიმე რეალობას. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მან დაკავების მომენტიდან ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები გაატარა, დანარჩენი დრო კლინიკებში იყო.

„არ უარვყოფ, რომ ზურაბიშვილს შევხვდი. ბოლო წლის მანძილზე არაერთი შეხვედრა მქონია პრეზიდენტთან... მიხარია, როგორ ჩანს, ქალბატონი სალომე ძალზე საღად აფასებს შექმნილ უმძიმეს რეალობას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და აშკარად იზრდება სოლიდარობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ქართულმა ოცნებამ“ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ მას (სააკაშვილს) არაჩვეულებრივ პირობებში ამყოფებენ, ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც იგი კლინიკაში მოათავსეს, გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია“, – აღნიშნა მელიამ.
გუშინ ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციასთან სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. თავად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები არ გაახმოვანა.
„ქართული ოცნება“: პრეზიდენტმა იცის, საიდან მოდის ბულინგი>>>
ადრე სააკაშვილის შეწყალების საკითხზე ზურაბიშვილს ჰქონდა მკაფიო პოზიცია: „არა და არასდროს“. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გათვალისწინებით, ამჯერად შეიცვლის თუ არა პოზიციას ზურაბიშვილი, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სასამართლო სასჯელის გაუქმებისა ან გადავადების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეწყდეს სპეკულაციები ამ თემაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს“.
ყველა ახალი ამბავი
0