https://sputnik-georgia.com/20221228/sexla-semoxla-da-aqciebi-ra-moxda-sakrebulosi-kaxa-kalazis-gamosvlis-dros-273501772.html
შეხლა-შემოხლა და აქციები: რა მოხდა საკრებულოში კახა კალაძის გამოსვლის დროს
შეხლა-შემოხლა და აქციები: რა მოხდა საკრებულოში კახა კალაძის გამოსვლის დროს
Sputnik საქართველო
ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის ორჯერ დაიწყო შეხლა-შემოხლა, რაც კინაღამ გამოსვლის ჩაშლის მიზეზი გახდა. 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T19:44+0400
2022-12-28T19:44+0400
2023-01-04T14:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საკრებულო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_337943d7ad3fc5cd18cd51a008fad3c1.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის მიერ 2022 წლის საქმიანობის შეჯამება დედაქალაქის საკრებულოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოდგა – საკრებულოს დეპუტატებმა ემოციები ვერ მოთოკეს და სხდომათა დარბაზი ორჯერ „ბრძოლის ველად“ იქცა.კახა კალაძემ დღეს ტრადიციისამებრ სათათბირო ორგანოს დეპუტატებს შესრულებული სამუშაოს ანგარიში და დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი წარუდგინა.ოპოზიციისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს შორის ორჯერ ისეთი შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც კინაღამ მერის გამოსვლის ჩაშლის მიზეზი გახდა.თავდაპირველად ოპოზიციონერ დეპუტატებს არ მოეწონათ სხდომათა დარბაზში მოჭიდავე გიორგი იანტბელიძის გამოჩენა, რომელიც სოფელ კორცხელში 2016 წელს არჩევნების დროს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის ხელჩართული ჩხუბის მონაწილე იყო.თავად იანტბელიძე საკრებულოში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, რაც გააპროტესტეს დეპუტატებმა, რომლებმაც სპორტსმენს შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ ეს ყველაფერი დეპუტატებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.მოგვიანებით საკრებულოს სხდომათა დარბაზი კვლავ იქცა ბრძოლის ველად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ კალაძისთვის სიმბოლური ხელბორკილების გადაცემა სცადა, რამაც კვლავ გამოიწვია შეხლა-შემოხლა.შემდეგ ჩხუბი ატყდა სხდომათა დარბაზის აივანზეც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებმა გამოფინეს ბანერი „კორუფცია კლავს“, თუმცა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტების მოქმედება აღკვეთეს.„სპეკულაციები მიუღებელია“ - კალაძე თბილისის საახალწლო სლოგანზე >>პარალელურად ოპოზიციონერმა აქტივისტებმა საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ თბილისის მერის წინასაარჩევნო ლოზუნგი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ გადააკეთეს: „საცობებით სავსე ქალაქი“, „კორუფციით სავსე ქალაქი“ და ა.შ.შენობის შიგნით მიმდინარე მოვლენებისგან განსხვავებით, გარეთ აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.თავად თბილისის მერი ახლა დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_143:0:1279:852_1920x0_80_0_0_73f1f3bbb9fc4c1afa1e64569a3cead3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საკრებულო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საკრებულო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე
შეხლა-შემოხლა და აქციები: რა მოხდა საკრებულოში კახა კალაძის გამოსვლის დროს
19:44 28.12.2022 (განახლებულია: 14:23 04.01.2023) ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის ორჯერ დაიწყო შეხლა-შემოხლა, რაც კინაღამ გამოსვლის ჩაშლის მიზეზი გახდა.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის მიერ 2022 წლის საქმიანობის შეჯამება დედაქალაქის საკრებულოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოდგა – საკრებულოს დეპუტატებმა ემოციები ვერ მოთოკეს და სხდომათა დარბაზი ორჯერ „ბრძოლის ველად“ იქცა.
კახა კალაძემ დღეს ტრადიციისამებრ სათათბირო ორგანოს დეპუტატებს შესრულებული სამუშაოს ანგარიში და დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი წარუდგინა.
ოპოზიციისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს შორის ორჯერ ისეთი შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც კინაღამ მერის გამოსვლის ჩაშლის მიზეზი გახდა.
თავდაპირველად ოპოზიციონერ დეპუტატებს არ მოეწონათ სხდომათა დარბაზში მოჭიდავე გიორგი იანტბელიძის გამოჩენა, რომელიც სოფელ კორცხელში 2016 წელს არჩევნების დროს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის ხელჩართული ჩხუბის მონაწილე იყო.
თავად იანტბელიძე საკრებულოში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, რაც გააპროტესტეს დეპუტატებმა, რომლებმაც სპორტსმენს შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ ეს ყველაფერი დეპუტატებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.
მოგვიანებით საკრებულოს სხდომათა დარბაზი კვლავ იქცა ბრძოლის ველად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ კალაძისთვის სიმბოლური ხელბორკილების გადაცემა სცადა, რამაც კვლავ გამოიწვია შეხლა-შემოხლა.
შემდეგ ჩხუბი ატყდა სხდომათა დარბაზის აივანზეც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებმა გამოფინეს ბანერი „კორუფცია კლავს“, თუმცა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტების მოქმედება აღკვეთეს.
პარალელურად ოპოზიციონერმა აქტივისტებმა საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ თბილისის მერის წინასაარჩევნო ლოზუნგი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ გადააკეთეს: „საცობებით სავსე ქალაქი“, „კორუფციით სავსე ქალაქი“ და ა.შ.
შენობის შიგნით მიმდინარე მოვლენებისგან განსხვავებით, გარეთ აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
თავად თბილისის მერი ახლა დეპუტატების კითხვებს პასუხობს.