https://sputnik-georgia.com/20221228/kalaze-tbilisis-sloganze-273481072.html
„სპეკულაციები მიუღებელია“ - კახა კალაძე თბილისის საახალწლო სლოგანზე
„სპეკულაციები მიუღებელია“ - კახა კალაძე თბილისის საახალწლო სლოგანზე
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ საახალწლო სლოგანში არანაირი პოლიტიკური გზავნილი არაა ჩადებული. 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T14:26+0400
2022-12-28T14:26+0400
2022-12-28T19:24+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
თბილისის საკრებულო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270680983_0:131:1280:852_1920x0_80_0_0_89471ae59264337f917a2c005e380bcd.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საახალწლო სლოგანის ირგვლივ სპეკულაციებს გაუგებარი და კატეგორიულად მიუღებელი უწოდა.თბილისის საახალწლო სლოგანია „მშვიდობის ქალაქი“. უფრო ადრე კალაძემ განაცხადა, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს საახალწლო სლოგანი ისე წარმოედგინათ, რომ უკრაინელების წინაშე ქულები ჩაეწერათ. კალაძემ მათ მოქმედებას სპეკულაცია და პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ საახალწლო სლოგანში არანაირი პოლიტიკური გზავნილი არაა ჩადებული.ამის თაობაზე კალაძემ თბილისის საკრებულოში ისაუბრა, სადაც ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. მისი თქმით, სასაცილოც კი არაა ის არგუმენტები, თითქოს საახალწლო სლოგანი „ვინმეს ჯინაზე“ იყო შერჩეული.„ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ... კარგად ვიცით მშვიდობის ფასი… გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს, თუმცა, თუ ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება“, – განაცხადა კალაძემ.„ოპოზიციას აღიზიანებს მშვიდობა და არა თბილისის საახალწლო სლოგანი“ - კალაძე>>საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ. ამასთან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ ქვეყანას არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270680983_144:0:1280:852_1920x0_80_0_0_fcf902cd814e0034604cf4e87c135276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , თბილისის საკრებულო, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , თბილისის საკრებულო, ახალი ამბები, საქართველო
„სპეკულაციები მიუღებელია“ - კახა კალაძე თბილისის საახალწლო სლოგანზე
14:26 28.12.2022 (განახლებულია: 19:24 28.12.2022) დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ საახალწლო სლოგანში არანაირი პოლიტიკური გზავნილი არაა ჩადებული.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საახალწლო სლოგანის ირგვლივ სპეკულაციებს გაუგებარი და კატეგორიულად მიუღებელი უწოდა.
თბილისის საახალწლო სლოგანია „მშვიდობის ქალაქი“. უფრო ადრე კალაძემ განაცხადა, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს საახალწლო სლოგანი ისე წარმოედგინათ, რომ უკრაინელების წინაშე ქულები ჩაეწერათ. კალაძემ მათ მოქმედებას სპეკულაცია და პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ საახალწლო სლოგანში არანაირი პოლიტიკური გზავნილი არაა ჩადებული.
„ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება, თუ არ არის მშვიდობა. განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში. სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენს შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქი“ არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს, გაუგებართან ერთად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.
ამის თაობაზე კალაძემ თბილისის საკრებულოში ისაუბრა, სადაც ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. მისი თქმით, სასაცილოც კი არაა ის არგუმენტები, თითქოს საახალწლო სლოგანი „ვინმეს ჯინაზე“ იყო შერჩეული.
„ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ... კარგად ვიცით მშვიდობის ფასი… გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს, თუმცა, თუ ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ. ამასთან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ ქვეყანას არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა.