https://sputnik-georgia.com/20221130/opozicias-arizianebs-msvidoba-da-ara-tbilisis-saaxalwlo-slogani-kalaze-272605297.html
„ოპოზიციას აღიზიანებს მშვიდობა და არა თბილისის საახალწლო სლოგანი“ - კალაძე
„ოპოზიციას აღიზიანებს მშვიდობა და არა თბილისის საახალწლო სლოგანი“ - კალაძე
Sputnik საქართველო
მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის საახალწლო სლოგანია „მშვიდობის ქალაქი“. 30.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-30T19:49+0400
2022-11-30T19:49+0400
2022-11-30T22:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_337943d7ad3fc5cd18cd51a008fad3c1.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მშვიდობა – ეს მთავარი სიკეთეა, რომელიც 2022-მა წელმა აჩუქა თბილისელებს და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ისურვებდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.ამის შესახებ მერმა დედაქალაქის საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთ მედიასა და პოლიტიკოსს საახალწლო სლოგანის „მშვიდობის ქალაქი“ წარმოჩენა ისე სურდა, როგორც „ნიშნის მოგება უკრაინელებისთვის“. კალაძის თქმით, საახალწლო სლოგანი ყოველ წელს სხვადასხვაა და 2018 წლიდან სულ იცვლება.თბილისის მერმა სპეკულაცია და პროვოკაცია უწოდა ზოგიერთი მედიისა და პოლიტიკოსის მოქმედებას, რასაც, კალაძის თქმით, ქალაქის მოყვარული საკუთარ თავს არასოდეს აკადრებდა. როგორც მერმა აღნიშნა, მშვიდობა ამ წლის მთავარი მიღწევა იყო.„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და, ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, ეს მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს, თურმე ჩვენ როგორ გავბედეთ და როგორ ვახსენეთ მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, საახალწლო სლოგანში არანაირი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული, ეს არის ის, რისკენაც ყველა უნდა ისწრაფოდეს.„გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი“, – დარწმუნებულია კალაძე.მერის თქმით, დღეს დედაქალაქს, ხალხს და ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ადანაშაულებს ქართული ოპოზიციის ნაწილს ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილში. იმავდროულად უკრაინის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აღნიშნავს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში და დაუშვებელია მეორე ფრონტის გახსნა, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_143:0:1279:852_1920x0_80_0_0_73f1f3bbb9fc4c1afa1e64569a3cead3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში
„ოპოზიციას აღიზიანებს მშვიდობა და არა თბილისის საახალწლო სლოგანი“ - კალაძე
19:49 30.11.2022 (განახლებულია: 22:34 30.11.2022) მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის საახალწლო სლოგანია „მშვიდობის ქალაქი“.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მშვიდობა – ეს მთავარი სიკეთეა, რომელიც 2022-მა წელმა აჩუქა თბილისელებს და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ისურვებდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
ამის შესახებ მერმა დედაქალაქის საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთ მედიასა და პოლიტიკოსს საახალწლო სლოგანის „მშვიდობის ქალაქი“ წარმოჩენა ისე სურდა, როგორც „ნიშნის მოგება უკრაინელებისთვის“. კალაძის თქმით, საახალწლო სლოგანი ყოველ წელს სხვადასხვაა და 2018 წლიდან სულ იცვლება.
„წელს ჩვენი საახალწლო სლოგანი იქნება „მშვიდობის ქალაქი“... იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება რეგიონში, რა ვითარებაცაა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი პირველს, რასაც ინატრებს, ჩაიფიქრებს, ეს არის მშვიდობა... საკმარისია, ხელისუფლებამ, დედაქალაქის მთავრობამ შექმნას, ან, გნებავთ, თუნდაც საზოგადოების მხრიდან საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, ინიციატივა გაჩნდეს, რომ მაშინვე მყისიერად იწყება ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა სპეკულაცია და პროვოკაცია უწოდა ზოგიერთი მედიისა და პოლიტიკოსის მოქმედებას, რასაც, კალაძის თქმით, ქალაქის მოყვარული საკუთარ თავს არასოდეს აკადრებდა. როგორც მერმა აღნიშნა, მშვიდობა ამ წლის მთავარი მიღწევა იყო.
„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და, ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, ეს მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს, თურმე ჩვენ როგორ გავბედეთ და როგორ ვახსენეთ მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საახალწლო სლოგანში არანაირი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული, ეს არის ის, რისკენაც ყველა უნდა ისწრაფოდეს.
„გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი“, – დარწმუნებულია კალაძე.
მერის თქმით, დღეს დედაქალაქს, ხალხს და ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება.
„ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა ამ ყველაფერზე გამოვლენა იყო და მეტი არაფერი“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ადანაშაულებს ქართული ოპოზიციის ნაწილს ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილში. იმავდროულად უკრაინის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აღნიშნავს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში და დაუშვებელია მეორე ფრონტის გახსნა, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას.