https://sputnik-georgia.com/20221227/saxelmwifo-devnilebs-1300-devnil-ojaxs-saxls-sheuzens-273441159.html
სახელმწიფო 1,3 ათასამდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს
სახელმწიფო 1,3 ათასამდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს
Sputnik საქართველო
2022-2024 წლებში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 6 ათასი ოჯახის განსახლება იგეგმება. 27.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-27T12:14+0400
2022-12-27T12:14+0400
2022-12-27T17:06+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23724/50/237245017_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_96b8815ace8ec81ce5c3570fd7962722.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფელში სახლს კიდევ 1,3 ათასამდე დევნილ ოჯახს შეუსყიდის, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის ვადაში თავად დევნილები შეარჩევენ.უწყების ცნობით, 2022-2024 წლებში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 6 ათასამდე ოჯახი განსახლდება.დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23724/50/237245017_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_d223413095250ee623c59a2461979267.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო 1,3 ათასამდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენს
12:14 27.12.2022 (განახლებულია: 17:06 27.12.2022) 2022-2024 წლებში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 6 ათასი ოჯახის განსახლება იგეგმება.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფელში სახლს კიდევ 1,3 ათასამდე დევნილ ოჯახს შეუსყიდის, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.
ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის ვადაში თავად დევნილები შეარჩევენ.
უწყების ცნობით, 2022-2024 წლებში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 6 ათასამდე ოჯახი განსახლდება.
ამჟამად ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 3 ათასი ლარი ემატება. შესაბამისად, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს 40 ათას ლარად შეუსყიდის.
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.