მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ღირებულება 1 ტრილიონი დოლარი: შავ ზღვაში გაზის ახალი საბადოა აღმოჩენილი

© AP Photo / Murad Sezer
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის შავი ზღვის წყლებში გაზის ახალი საბადოა აღმოჩენილი, რომლის მარაგი 58 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ნათქვამია პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის Telegram-არხზე.

„ჩვენი გაზის მარაგები შავ ზღვაში 170 მილიარდი კუბომეტრით გაიზარდა და საერთო ჯამში 710 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ეს „ჩაიქუმი-1“-ზე საბურღი ხომალდი Fatih-ით განხორციელებული კვლევების წყალობით მოხდა, რა დროსაც 58 მილიარდი კუბომეტრი გაზია აღმოჩენილი“, — დაწერა პრეზიდენტმა.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერდოღანმა თურქეთის მოსახლეობას მიმართა და აცნობა, რომ შავ ზღვაში აღმოჩენილი გაზის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 1 ტრილიონი დოლარი ღირს დღევანდელი მაჩვენებლებით.
მანამდე გაზეთი Sabah წერდა, რომ თურქეთი 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებდა შავ ზღვაში მდებარე საქარიას საბადოდან 540 მილიარდი კუბომეტრი გაზის მოპოვება-ტრანსპორტირების საქმეში. გეგმის თანახმად, ამ საბადოდან გაზი თურქეთს უკვე 2023 წელს უნდა მიეწოდოს.
ყველა ახალი ამბავი
0