როგორი ამინდი იქნება ბათუმში ახალ წელს

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
ზღაპრული სანახაობა ელოდება მათ, ვინც ახალი წლის შეხვედრას აჭარის დედაქალაქში გეგმავს.
წინასაახალწლო პერიოდში ქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა მოედანზე ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით უფასო კონცერტები იმართება.
თუ როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალ წელს ბათუმში, მკითხველი „Sputnik-საქართველოს" მასალაში გაიგებს.
31 დეკემბერს ბათუმში მზიანი და თბილი ამინდია ნავარაუდევი, ანუ 1 იანვარს აჭარის დედაქალაქში თოვლი არ არის მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს, 31 დეკემბერს ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 6, ხოლო დღისით პლუს 12 გრადუსი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. დღისით მოსალოდნელია ღრუბლიანი, უნალექო ამინდი.
ახალი წლის პირველ დღეს, 1 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 12, ღამით კი პლუს 6-7 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0