როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე ნოემბერში

© Ministry of Economy and Sustainable Developmentმინის საწარმო
მინის საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
2022 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,04%-ით შემცირდა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2022 წლის ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 6,9%-ით, მათ შორის სურსათზე – 10,3%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 17,8%-ით შემცირდა.
2022 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,04%-ით შემცირდა, იუწყება „საქსტატი".
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,3%-ით გაიზარდა.
საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა>>
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 17,2%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 12%-ით, კვების პროდუქტებზე – 12,6%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,5%-ით შემცირდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 24,3%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 5,8%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 22,1%-ით, სასმელზე კი შემცირდა 13,3%-ით.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო>>
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 4,3%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 1,5%-ით გაიაფდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის ნოემბერში 10,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). სურსათზე ფასები წლიურად 17,6%-ით გაიზარდა. 2022 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,5% შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0