საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
ექსპორტი საქართველოდან წლის დასაწყისიდან 32%-ით, 5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–ნოემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 32,2%-ით გაიზარდა და 17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში 5 მლრდ-ზე მეტი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა – 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 32%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (2022 წლის იანვარი-ნოემბერი)

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

5.037,1

31,8

იმპორტი

11.981,1

32,4

სულ

17.018,2

32,2

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 12 მლრდ-მდე დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–ნოემბრის მაჩვენებელზე 32,4%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32,1%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-5 (2022 წლის იანვარი–ნოემბერი)

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა, %

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

932,9

24,4

მსუბუქი ავტომობილები

762,8

82,7

ფეროშენადნობები

454,8

9,7

აზოტის სასუქი

249,1

155,1

ღვინო

232,6

7,4

2022 წლის იანვარი–ნოემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა ელექტროენერგიის (436,5%), აზოტის სასუქის (155,1%), მსუბუქი ავტომობილების (82,7%) ექსპორტი.
ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა მინერალური წყლების (20,1%), თხილის (15,6%) და სპირტიანი სასმელების (4,7%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ტოპ-5 (2022 წლის იანვარი–ნოემბერი)

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა, %

მსუბუქი ავტომობილები

1.391,1

65,6

ნავთობპროდუქტები

1.235,6

67,4

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

725,4

8,5

ბუნებრივი აირი

373,6

30,7

მედიკამენტები

360,7

7,8

საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ნავთობპროდუქტების (67,4%), მსუბუქი ავტომობილების (65,6%) და ფოლადის ნაკეთობების (62,5%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის 11 თვეში 2,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 (2022 წლის იანვარი–ნოემბერი)

ქვეყნები

მლნ დოლარი

ზრდა, %

თურქეთი

2.552,9

34,4

რუსეთი

2.205,8

49,2

ჩინეთი

1.678,4

23,4

აზერბაიჯანი

1.168,4

16,9

აშშ

1.083,1

47,3

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ბულგარეთი, უკრაინა და იტალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0