https://sputnik-georgia.com/20221227/raribasvili-vatarebt-politikas-romelic-cveni-xalxis-interesebs-swirdeba-273453271.html
პრემიერი: ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს სჭირდება
პრემიერი: ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს სჭირდება
Sputnik საქართველო
კონფლიქტი უკრაინაში უზარმაზარი გამოწვევაა არა მხოლოდ ევროპის კონტინენტის, არამედ რეგიონისთვის და, კერძოდ, საქართველოსთვის, აღნიშნა ღარიბაშვილმა. 27.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-27T16:53+0400
2022-12-27T16:53+0400
2022-12-27T20:32+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272295047_0:91:1024:667_1920x0_80_0_0_333339bffd163ea36382847cbad5bb6e.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო კრიზისის პირობებში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის შეჯამებისას.მისი თქმით, უკრაინაში ომი ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე ჩვენს რეგიონზე, ქვეყანაზე.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღიდან სწორი პოზიცია დაიკავა და ატარებს სწორ პოლიტიკას.„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ხალხს, ხალხის ინტერესებს სჭირდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ვოლსკი: უკრაინის საგარეო უწყება ესაუბროს მათ, ვინც საქართველოს ომისკენ მოუწოდებდა>>პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია კონფლიქტით უკრაინაში. მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ მშვიდობა უსურვა. მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272295047_0:114:737:667_1920x0_80_0_0_2fd29484e203e000ed2c2f47ada935a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერი: ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს სჭირდება
16:53 27.12.2022 (განახლებულია: 20:32 27.12.2022) კონფლიქტი უკრაინაში უზარმაზარი გამოწვევაა არა მხოლოდ ევროპის კონტინენტის, არამედ რეგიონისთვის და, კერძოდ, საქართველოსთვის, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო კრიზისის პირობებში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის შეჯამებისას.
მისი თქმით, უკრაინაში ომი ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე ჩვენს რეგიონზე, ქვეყანაზე.
„შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ეს არის ურთულესი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენ შესაბამისად ავაწყვეთ ჩვენი პოლიტიკა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღიდან სწორი პოზიცია დაიკავა და ატარებს სწორ პოლიტიკას.
„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ხალხს, ხალხის ინტერესებს სჭირდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია კონფლიქტით უკრაინაში. მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ მშვიდობა უსურვა. მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.