https://sputnik-georgia.com/20221227/putini-alievi-fasiniani-dst-samiti-273454105.html
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა ყარაბაღის თემაზე იმსჯელეს
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა ყარაბაღის თემაზე იმსჯელეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში გამართულ დსთ-ის არაფორმალურ სამიტზე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის... 27.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-27T16:41+0400
2022-12-27T16:41+0400
2023-07-20T15:48+0400
რუსეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პოლიტიკა
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271809590_0:212:3264:2048_1920x0_80_0_0_6eec82db24f732de7006a76bceb8561e.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში გამართულ დსთ-ის არაფორმალურ სამიტზე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირებაზე იმსჯელეს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით.სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური სამიტი ორი დღის განმავლობაში, 26-27 დეკემბერს მიმდინარეობდა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამმხრივი შეხვედრა 26 დეკემბერს შედგა.რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ აღნიშნულ საკითხებზე დეტალური მსჯელობა შედგება.ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ლიდერს ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების განხილვის შესაძლებლობისთვის. მისი თქმით, „ამჟამად მთავარი, ყველაზე ოპერატიული საკითხი ის კრიზისია, რომელიც ლაჩინის დერეფანშია“.მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 2020 წლის სექტემბრის ბოლოს განახლდა. ეს გრძელვადიანი კონფლიქტის ახალი ტალღა იყო, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა. მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს ზავის დადება, თუმცა შეთანხმებას მხოლოდ 10 ნოემბრის ღამით მიაღწიეს მოსკოვის შუამავლობით. ამ შეთანხმების თანახმად, ბაქოს და ერევანს სრულად უნდა შეეწყვიტათ ცეცხლი და გაეცვალათ ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები. ამასთან სომხეთი აზერბაიჯანს აძლევდა ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებს, ასევე აგდამის რაიონის ნაწილს, რომელიც 1994 წლიდან იყო არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლქვეშ. გარდა ამისა, რეგიონში განთავსდა რუსეთის სამშვიდობო ძალები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271809590_303:0:3034:2048_1920x0_80_0_0_50291b5613da1e14343b8861ac887e90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში გამართულ დსთ-ის არაფორმალურ სამიტზე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირებაზე იმსჯელეს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით.
სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური სამიტი ორი დღის განმავლობაში, 26-27 დეკემბერს მიმდინარეობდა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამმხრივი შეხვედრა 26 დეკემბერს შედგა.
„[განხილვა] გუშინ დავიწყეთ და საუბარი სამივემ მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაცია და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებია, ყველაფერი, რაც ყარაბაღს უკავშირდება“, — თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ აღნიშნულ საკითხებზე დეტალური მსჯელობა შედგება.
ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ლიდერს ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების განხილვის შესაძლებლობისთვის. მისი თქმით, „ამჟამად მთავარი, ყველაზე ოპერატიული საკითხი ის კრიზისია, რომელიც ლაჩინის დერეფანშია“.
„რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ამ ვითარებისა და იმის განხილვა, თუ რა ვარიანტები არსებობს. მადლობელი ვარ ასეთი შესაძლებლობისთვის“, — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 2020 წლის სექტემბრის ბოლოს განახლდა. ეს გრძელვადიანი კონფლიქტის ახალი ტალღა იყო, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა. მხარეებმა რამდენჯერმე სცადეს ზავის დადება, თუმცა შეთანხმებას მხოლოდ 10 ნოემბრის ღამით მიაღწიეს მოსკოვის შუამავლობით. ამ შეთანხმების თანახმად, ბაქოს და ერევანს სრულად უნდა შეეწყვიტათ ცეცხლი და გაეცვალათ ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები. ამასთან სომხეთი აზერბაიჯანს აძლევდა ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებს, ასევე აგდამის რაიონის ნაწილს, რომელიც 1994 წლიდან იყო არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლქვეშ. გარდა ამისა, რეგიონში განთავსდა რუსეთის სამშვიდობო ძალები.