https://sputnik-georgia.com/20221227/ara-saakasvilis-sewyalebas-tbilissi-aqcia-gaimarteba-273462010.html
„არა სააკაშვილის შეწყალებას!“ - თბილისში აქცია გაიმართება
„არა სააკაშვილის შეწყალებას!“ - თბილისში აქცია გაიმართება
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა თქმით, სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 27.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-27T19:27+0400
2022-12-27T19:27+0400
2022-12-28T15:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260367227_0:207:1280:927_1920x0_80_0_0_4cda2041c46c6016e70d7e72b9c63e6b.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან გაიმართება აქცია ლოზუნგით „არ შეიწყალო კრიმინალი".აქცია დააანონსეს ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრებმა, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მოკლეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან.საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა თქმით, სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.ბოლო დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა. მისი ადვოკატები, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას, რათა მან უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება შეძლოს.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადრე განაცხადა, რომ სასამართლომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების შესაბამისი დასკვნა იქნება. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები განხილვის პროცესშია და ამიტომ მას მისი შეწყალება არ შეუძლია.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.სააკაშვილს გამოაშკარავების ეშინია - დეპუტატი „ოცნებიდან“ >>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260367227_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2aec47daaeea6f4cd1e22eff06a0d829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
„არა სააკაშვილის შეწყალებას!“ - თბილისში აქცია გაიმართება
19:27 27.12.2022 (განახლებულია: 15:51 28.12.2022) საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა თქმით, სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან გაიმართება აქცია ლოზუნგით „არ შეიწყალო კრიმინალი".
აქცია დააანონსეს ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრებმა, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მოკლეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
„საზოგადოება ამას არ მოითმენს, შეიძლება ცუდ შედეგებამდე მივიდეთ. სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. შემოგვხედოს ქალბატონმა სალომემ. ჩვენი დიდი შეურაცხყოფაა, რომ სააკაშვილის შეწყალებასა და გამოშვებაზე იყოს საუბარი. შემოგვხედოს ჩვენ და გაგვიხსენოს“, – განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა თქმით, სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ბოლო დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა. მისი ადვოკატები, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას, რათა მან უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება შეძლოს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადრე განაცხადა, რომ სასამართლომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების შესაბამისი დასკვნა იქნება. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები განხილვის პროცესშია და ამიტომ მას მისი შეწყალება არ შეუძლია.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.