https://sputnik-georgia.com/20221227/saakasvils-gamoaskaravebis-esinia-ionatamisvili-273445318.html
სააკაშვილს გამოაშკარავების ეშინია - დეპუტატი „ოცნებიდან“
სააკაშვილს გამოაშკარავების ეშინია - დეპუტატი „ოცნებიდან“
Sputnik საქართველო
ლაპარაკი სააკაშვილის მოწამვლაზე არის გამოგონილი, ხელოვნური, მიიჩნევს რატი იონათამიშვილი. 27.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-27T14:34+0400
2022-12-27T14:34+0400
2022-12-27T19:30+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264144529_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_025f8a9b8d5b3242da479f72e38c3cc9.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ლაპარაკი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ არის სპეკულაცია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ რატი იონათამიშვილმა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაძლო მოწამვლის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის ჩასატარებლად ექს-პრეზიდენტის ნიმუშების აღება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ საგამოძიებო ორგანომ სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისგან ნებისმიერი სახის ნიმუშის აღებაზე უარი მიიღო.ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის. ჯიშკარიანის თქმით, ორგანიზმში სხვადასხვა ლითონის არსებობა შესაძლოა გარკვეული შენაერთით მოწამვლაზე მიუთითებდეს.სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.ექიმები საექსპერტო ჯგუფებიდან ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი მკურნალობა უშედეგოა და სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა საჭირო მკურნალობა უცხოეთში გაიაროს.მოწამლეს თუ არა სააკაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს>>მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.„ქართული ოცნება“: სააკაშვილის საქციელი ეჭვებს აღძრავს>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264144529_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4b4a0fbbe18dcee2cc22470eda40ba00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილს გამოაშკარავების ეშინია - დეპუტატი „ოცნებიდან“
14:34 27.12.2022 (განახლებულია: 19:30 27.12.2022) ლაპარაკი სააკაშვილის მოწამვლაზე არის გამოგონილი, ხელოვნური, მიიჩნევს რატი იონათამიშვილი.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ლაპარაკი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ არის სპეკულაცია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ რატი იონათამიშვილმა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაძლო მოწამვლის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის ჩასატარებლად ექს-პრეზიდენტის ნიმუშების აღება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ საგამოძიებო ორგანომ სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისგან ნებისმიერი სახის ნიმუშის აღებაზე უარი მიიღო.
„ყველა საუბარი მის [სააკაშვილის] მოწამვლაზე არის გამოგონილი, ხელოვნური და წარმოადგენს სპეკულაციას. მას არ გააჩნია არანაირი არგუმენტი, ამიტომ გამოაშკარავების ეშინია. მაგრამ ამ საქციელით უკვე ყველაფერი ცხადი ხდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის. ჯიშკარიანის თქმით, ორგანიზმში სხვადასხვა ლითონის არსებობა შესაძლოა გარკვეული შენაერთით მოწამვლაზე მიუთითებდეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.
ექიმები საექსპერტო ჯგუფებიდან ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი მკურნალობა უშედეგოა და სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა საჭირო მკურნალობა უცხოეთში გაიაროს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.