შანტაჟისტის კლანჭებში, ანუ „საყვარელი“ ადამიანის ტყვეობაში

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneსტრესი
სტრესი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
თავს გრძნობთ განადგურებულად ან დამცირებულად. მიუხედავად იმისა, რომ შანტაჟისტის მოთხოვნას ასრულებთ, ურთიერთობები მაინც უარესდება. უარესდება თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩნდება შეგრძნება, რომ არაფრის ძალა აღარ გაქვთ...
ემოციური შანტაჟი – ესაა, როდესაც გაიძულებენ იმის გაკეთებას, რაც არ გსურთ. შანტაჟისტის მოთხოვნით თქვენ ამას აკეთებთ საკუთარი თავისა და ინტერესების საზიანოდ. და ეს ვიღაც უბრალოდ ქუჩაში გამვლელი კი არ არის, არამედ „ახლობელი, საყვარელი“ ადამიანია. მხოლოდ მას შეუძლია თქვენით ღიად მანიპულირება.
იმიტომ რომ თქვენ გეშინიათ შანტაჟისტის გაბრაზებისა და გაბრაზების საერთოდ; თქვენ გჭირდებათ შანტაჟისტის შექება; თქვენ რაღაცით დამოკიდებული ხართ შანტაჟისტზე; თქვენ ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში და ზედმეტად აკრიტიკებთ საკუთარ თავს; თქვენ საკუთარ თავს აბრალებთ სხვა ადამიანის ემოციებს.
თავდაპირველად ეს უბრალო მოთხოვნებია: „დაიხურე ქუდი! წაიღე ქოლგა!“. თქვენ ფიქრობთ: „რა სისულელეა, მაგრამ კარგი, რომ არ ვიკამათო, გავაკეთებ, ჩემთვის ხომ რთული არაა“. მაგრამ შანტაჟისტი ეჩვევა, რომ მას უსიტყვოდ ემორჩილებით, რაც ნიშნავს, რომ თქვენით მანიპულირება შეიძლება.
ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა, რომ ის მრისხანებაზე დახარჯოთ – იცხოვრეთ „აქ და ახლა“>>
შანტაჟისტის შემდეგი მიღწევა თქვენთვის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც თქვენი, როგორც პიროვნების, პირად უფლებებს არღვევს. ის იჭრება თქვენს პირად ცხოვრებაში, გიწესებთ, ვისთან იქონიოთ ურთიერთობა და ვისთან – არა, რა შეიძლება თქვენთვის და რა – არა. თამასა ზემოთ იწევს და თქვენგან სერიოზულ ცხოვრებისეულ ცვლილებებს ელოდებიან, რომლებიც, შესაძლოა, საშიშიც კი გახდეს თქვენი სხვა ახლობელი ადამიანებისთვის: „აირჩიე: ან მე, ან შენი შვილი“.
ცხვრის ტყავში გახვეული მგელი
ემოციური შანტაჟი ყოველთვის კეთილშობილური საქმის ნიღბით ხორციელდება.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში – დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება
მაგრამ თქვენ: თავს გრძნობთ განადგურებულად ან დამცირებულად. თვითშეფასება იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ შანტაჟისტის მოთხოვნას ასრულებთ იმ იმედით, რომ ურთიერთობებს გაიუმჯობესებთ ან შეინარჩუნებთ, ეს ურთიერთობები მაინც უწინდებური რჩება ან უარესდება. უარესდება თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩნდება შეგრძნება, რომ არაფრის ძალა აღარ გაქვთ. შანტაჟზე დამორჩილებით, შესაძლოა, სხვა ადამიანებს უღალატოთ…
შანტაჟისტის ძირითადი როლები:
დამსჯელი
ზუსტად გეუბნებათ, რა სურს თქვენგან და მკაფიოდ აყალიბებს შედეგს, თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებთ. „ამას თუ არ გააკეთებ… მიგატოვებ, მემკვიდრეობის გარეშე დაგტოვებ, არ დაგელაპარაკები…“ იმუქრება, მკაცრად სჯის.
თვითდამსჯელი
თავის ირგვლივ დრამის შეგრძნებას ქმნის, ჰაერში კრიზისის ან სკანდალის სუნი ტრიალებს, ხოლო მთელი მისი არსებით თქვენ ქცევაზე თავის დამოკიდებულებას გიჩვენებთ. „თუ შენ… თავს ჩამოვიხრჩობ, ვენებს გადავიჭრი, ფანჯრიდან გადავხტები…“ აუცილებლობის შემთხვევაში, დემონსტრაციულად ასრულებს მუქარას იმის იმედით, რომ დროულად გადაარჩენენ. მოზარდების შემთხვევაში – „თავს მოვიკლავ, უარესად იქნებით, ინანებთ, ასე რომ მექცეოდით“.
ტანჯული
ბრალდებების ოსტატი! მისი იარაღი თქვენში დანაშაულის გრძნობის გაღვივების უნარია. პირდაპირ არასდროს იტყვის, რა სჭირდება; ელოდება, როდის მიხვდებით თავად. „ჩემთვის დამამცირებელია იმის თხოვნა, რასაც მოსიყვარულე მამაკაცი (ვაჟიშვილი) ისედაც აკეთებს“. თქვენს უუნარობას, წაიკითხოთ შანტაჟისტის აზრები, ხსნის იმით, რომ არ გიყვართ და გადანაშაულებთ იმაში, რომ არ გინდათ მასზე ნამდვილად იზრუნოთ. „რომ გიყვარდე, იგრძნობდი, რა მჭირდება… მართლა რომ გიყვარდე, უკვე დიდი ხნის წინ გააკეთებდი ამას…“
ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
ენერგეტიკული სარკე, ვამპირი, ტკიპა, ანუ ადამიანის ენერგეტიკის სახეობები
მტანჯველი
ტესტებისა და გამოცდების მთელ სერიას გიტარებთ, გპირდებათ, რომ თუ დაიმსახურებთ, შეწყალებული იქნებით და ბედნიერებასა და სიყვარულს მოგანიჭებთ. „თუ გათხოვდები, მანქანას გაჩუქებ“. თუ ყველა პირობას იცავთ და ყველა მოთხოვნას ასრულებთ კიდეც, ბედნიერება მაინც არ დგება. ჩნდება ახალი გამოცდა და ისევ და ისევ უნდა ამტკიცოთ, რომ ჯილდოს ღირსი ხართ.
ის, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება>>
ემოციური შანტაჟის საფუძველი
შიში
შანტაჟისტმა რაღაც „ისეთი“ იცის თქვენზე, რაც ნებისმიერ წუთს შეიძლება გაგახსენოთ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. ის სპეციალურად აგროვებს ინფორმაციას თქვენზე, რომ საჭირო დროს „ყველაფერი“ გაიხსენოს, რითაც უხეშად არღვევს ნდობას თქვენთან ურთიერთობებში. მაგალითად, ცოლი მუდმივად აბეზღებს ქმარს საგადასახადო სამსახურში, რომ ის გადასახადებს არ იხდის და თაღლითობს.
ვალდებულება
შანტაჟისტი თქვენ ვალდებულებისა და მოვალეობის გრძნობებზე თამაშობს. თქვენ იძულებული ხართ, შანტაჟისტის წინაშე ვალდებულების შესრულების გამო უარი თქვათ სხვების წინაშე ვალდებულებებზე. თქვენ გთრგუნავთ: ოჯახური კავშირების დანგრევის შიში, დაბალი თვითშეფასება და შელახული პირადი საზღვრები.
მამაკაცის წარმატებების ლამის 99% ცოლის ქცევაზეა დამოკიდებული - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2022
მამაკაცებო, გაფრთხილდით! ანუ ვირუსი, რომელიც მამაკაცებს ანადგურებს
დანაშაულის გრძნობა
შანტაჟისტის ნეიტრონული ბომბია თქვენში დანაშაულის გრძნობის დანერგვა. გარეგნული ურთიერთობები რჩება, მაგრამ გულწრფელობა, ნდობა და სიახლოვე გამუდმებული ბრალდებებითა და საყვედურებით – ქრება. რაც უნდა გააკეთოთ, რაც უნდა ეცადოთ, ყოველთვის მოიძებნება რამე, რისთვისაც საყვედურს დაიმსახურებთ.
შანტაჟის ჩვეულებრივი ხერხები
თქვენი წინააღმდეგობის დასაძლევად შანტაჟისტი დამატებით ხერხებს იყენებს:
დამხმარე ძალა
სასურველის მისაღებად შანტაჟისტი სხვა ადამიანების დახმარებას იყენებს. მის დასახმარებლად მოდიან მეგობრები, მშობლები, ბავშვები და, შეიძლება, ფსიქოლოგებიც კი… მაგალითად, ქალს ქმარი მიჰყავს ფსიქოლოგთან მიღებაზე, რათა აიძულოს ის, უარი თქვას განქორწინებაზე და განაგრძოს მასთან ოჯახური ცხოვრება.
პათოლოგიზაცია
ისინი გიჩვენებენ თქვენს პათოლოგიას და ამაზე ამახვილებენ გამუდმებით ყურადღებას: „ეგოისტი, ისტერიკიანი ხარ, შენი ადგილი საგიჟეთშია“. ხანდახან თქვენში ცრუ მოგონებებს აყალიბებენ მათთვის მომგებიან ასპექტში: „როცა პატარა იყავი, ისეთი კარგი, დამჯერი ბავშვი იყავი. ახლა თითქოს შეგცვალეს…“
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2017
წარმატებული, დამოუკიდებელი ქალი თუ ფუნქციური აგრეგატი–ფერია
ნეგატიური შედარება
შანტაჟისტს ჰყავს იდეალი, რომელსაც თქვენ არ შეესაბამებით. „აი, ნახე, რა კარგი ბიჭია ის, კარგად სწავლობს, სპორტსაც მისდევს. შენ კი ვინ ხარ – არავინ…“
ემოციური დარტყმები
მტკივნეულად ურტყამენ თქვენს იმ თვისებას, რომელსაც საკუთარ თავში აფასებთ. თუ მიგაჩნიათ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვთ: „სრულებით უპასუხისმგებლოდ მექცევი!“. თუ მზრუნველი ხართ: „მხოლოდ სხვებზე ზრუნავ, ჩემზე კი – არა!“
მყარი ქორწინების გარანტია: ვნებამორეული გრძნობები თუ ცივი გონება>>
როგორ მოვიქცეთ?
შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება. თქვენ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, უბრალოდ შანტაჟისტს ეს საკუთარი თვითდამკვიდრებისთვის სჭირდება.
შანტაჟისტი ცხოვრებაში არარეალიზებულია. მის ცხოვრებაში არ არის ვითარება, როდესაც ის სიტუაციას ფლობს და სხვა ადამიანებზე რეალური ძალაუფლება აქვს. მას წაგება არ უყვარს, არასდროს წავა კომპრომისზე, არ შეუძლია საკუთარი შეცდომის აღიარება. ის ყოველთვის „მართალია“ და მისთვის უფრო ადვილია, ეწყინოს, რათა თქვენ თავი დამნაშავედ იგრძნოთ.
დაპირისპირების მეთოდები
შეჩერდით. არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოთ მის მოთხოვნებს მაშინვე. უთხარით შანტაჟისტს: „ეს ჩემთვის მოულოდნელია. უნდა მოვიფიქრო და ყველაფერი ავწონ-დავწონო“.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2019
„ეს ის არაა, რაც შენ გგონია": რა განსხვავებაა კაცის ღალატსა და ქალის ღალატს შორის...
დააზუსტეთ
დაუსვით კითხვები მეტი სიზუსტისთვის: „კონკრეტულად რა გინდა?“
ბარტერი
შეეცადეთ შეუთანხმდეთ. ჩართეთ შანტაჟისტი საკუთარი პრობლემების გადაჭრაში. დაე, თავი მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად იგრძნოს.
როგორ ვაქციოთ პრობლემები ბედნიერებად>>
თანხმობა
მიეცით შანტაჟისტს მუქარის შესრულების ნება და დაუსვით კითხვა: „ამის გაკეთებით შენ ნამდვილად მიიღებ იმას, რაც გინდა?“. „ახალი სმარტფონი გინდა? თუ არ გიყიდი, ფანჯრიდან გადახტები? შესანიშნავია! მხოლოდ ერთი რამ მითხარი, მკვდარს ახალი ტელეფონი რაში გჭირდება?“
ყველა ახალი ამბავი
0