ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა, რომ ის მრისხანებაზე დახარჯოთ – იცხოვრეთ „აქ და ახლა“

CC BY 2.0 / daveynin / Vernal Fall mistin' the rainbowდატკბით ცხოვრებით, "დაიჭირეთ" მომენტი
დატკბით ცხოვრებით, დაიჭირეთ მომენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არავინ დაგვსჯის მრისხანების გამო. მრისხანება უკვე სასჯელია. ნამდვილად მდიდარია ადამიანი, რომელსაც შეუძლია მთელი სისავსით შეიგრძნოს „აქ და ახლა“. ჩვენთვის სხვა ადგილი და სხვა დრო, უბრალოდ, არარეალურია.

გთავაზობთ მწერლისა და ბლოგერის მარკ ჩერნოვის (Marc Chernoff) მოსაზრებებს ცხოვრების, ბედნიერების, საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ:

მივიღოთ, რომ ჩვენი ერთადერთი რეალობა აქ და ახლაა

•    ჯანსაღი გონების, სულისა და სხეულის საიდუმლო ისაა, რომ არ მივტიროდეთ წარსულს, არ ვშფოთავდეთ მომავალზე, არამედ გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად ვიცხოვროთ აწმყოთი.

•    ნამდვილად მდიდარია ადამიანი, რომელსაც შეუძლია მთელი სისავსით შეიგრძნოს „აქ და ახლა“. ჩვენთვის სხვა ადგილი და სხვა დრო, უბრალოდ, არარეალურია.

მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი და უშედეგოდ არ ვიბრძოლო - Sputnik საქართველო
მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი

ნეგატიური აზრები უვნებელია, სანამ თვითონ არ ვირწმუნებთ მას

•    ჩვენ ცუდად ვართ არა თვითონ აზრისგან, არამედ იმის გამო, რომ ის ჩვენთვის ძვირფასია. ფიქრი ხელსაც რომ გვიშლიდეს, მასთან განშორება გვიჭირს.

•    ფიქრთან მიჯაჭვულობა ნიშნავს, დავიჯეროთ, რომ ეს ფიქრი სიმართლეა და არ მოვითხოვოთ მტკიცებულებები. გვჯეროდეს და მორჩა. ხანდახან წლების განმავლობაშიც.

არავინ დაგვსჯის მრისხანების გამო. მრისხანება უკვე სასჯელია

•    მრისხანების დროს ჩვენი სიტყვების ან მოქმედებების გამო, პრაქტიკულად, ყოველთვის ვნანობთ. საჭიროა დროულად გავაცნობიეროთ, რა ხდება და თავი ხელში ავიყვანოთ.

•    ვიყოთ გაბრაზებული და უკმაყოფილო — ადვილია, რაიმე სასარგებლოს გაკეთება ასეთ მდგომარეობაში — თითქმის შეუძლებელი. ცხოვრება ძალიან ხანმოკლე და ფასეულია, რომ ის მრისხანებაზე დავხარჯოთ.

© FL/ Fe Ilyaარავინ დაგვსჯის მრისხანების გამო. მრისხანება უკვე სასჯელია
არავინ დაგვსჯის მრისხანების გამო. მრისხანება უკვე სასჯელია - Sputnik საქართველო
არავინ დაგვსჯის მრისხანების გამო. მრისხანება უკვე სასჯელია

გულის სიღრმეში ვიცით, რანი ვართ და თავს როგორ უნდა მოვექცეთ. არ გვჭირდება, რომ ეს სხვამაც დაგვიდასტუროს

•    სამყარო რომ შევიცნოთ, ხანდახან მას სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. ასევე უნდა მოვიქცეთ საკუთარი თავის მიმართაც.

•    ხანდახან ფიქრები ირევა. მაშინ გვინდა, რომ ვინმემ გაგვამართლოს — საკუთარი თავის წინაშე. ნუ ეძებთ სხვას, ვინც ნებას დაგრთავთ, იყოთ ის, ვინც ხართ. იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყოთ, სხვისი ნებართვა არ გვჭირდება.

ყველაფერი ორჯერ ხდება: ჯერ თავში, შემდეგ — ცხოვრებაში

•    თუ მიზანს თვითონ არ მოვიფიქრებთ, ერთ ადგილზე ვიდგებით, ან სხვა მოიფიქრებს ჩვენ ნაცვლად.

•    მიეცით ნება თქვენს კომპასს, თქვენს სწორ გრძნობას, უხელმძღვანელოს თქვენს ქმედებებს.

თუ რამე გაშფოთებთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ გაიღიმოთ - Sputnik საქართველო
როგორ ვაქციოთ პრობლემები ბედნიერებად

მარტოობა არ არსებობს — ჩვენ ყოველთვის გვყავს ჩვენი თავი

•    ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი არ შეუძლია მთელი სისრულით თქვენ მდგომარეობაში თავის ჩაყენება.

•     ყოველთვის მარტო ვიქნებით, თუნდაც ათობით მეგობარი გვეხვიოს გარს. ამავდროულად, მარტოობა არ არსებობს — ჩვენ ჩვენი თავი გვყავს.

გწამდეს ერთის, ხოლო აკეთებდე მეორეს — ამით საკუთარ თავს პატიოსნად არ ექცევით

•    არ გატყდეთ, არ უღალატოთ ოცნებებს, არ ეცადოთ თითოეული გრძნობის ლოგიკურად ახსნა. ნუ გამოჭრით საკუთარ, უნიკალურ „მეს“ მოდის შესაბამის თარგზე. გამონახეთ დრო, რომ იფიქროთ და გააცნობიეროთ, რა გსურთ ნამდვილად, მთელი სულითა და გულით.

•    სინამდვილეში, ყოველთვის ვიცით, სწორი არჩევანი გავაკეთეთ თუ არა. ვიცით, რა ფიქრები გვიხდება და რა გვვნებს. ამიტომ — იმოქმედეთ და ვერავის სიტყვები ვერ გადაგიყვანთ გზიდან.

არის სწორი გზა და არის მსუბუქი გზა. ეს ყოველთვის ერთი და იგივე არ არის

•    როდესაც საკუთარ გზას ვპოულობთ ცხოვრებაში, ნამდვილი ბრძოლა მხოლოდ იწყება. შესაძლოა, თითოეული ნაბიჯი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდეს, მაგრამ სამაგიეროდ უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ნაკლები წინააღმდეგობებით სავსე გზაზე სიარული.

•    იმის გამო, რომ ბერდება, ადამიანი თავის ოცნებებზე უარს არ ამბობს, პირიქით, ის იმიტომ ბერდება, რომ ოცნებებზე უარი თქვა.

რომ მიიღო, უნდა გასცე

•    როდესაც გავაცნობიერებთ, რა გვინდა, დროა, დავფიქრდეთ, ამისთვის რისი გაცემა შეგვიძლია მსხვერპლად. ვერ მოხვდები სხვა ქვეყანაში, თუ მგზავრობა, ხანდახან ძალზე დამღლელი, არ გადაიტანე. დაკუნთული სხეული არ გექნება, თუ არ დაიღალე და ოფლი არ დაღვარე.

•    თუ ცუდად ხართ, ჰკითხეთ საკუთარ თავს — რატომ. თუ მიხვდით, რომ უკვე დიდი ხანია, რაღაცაზე ოცნებობთ, მაგრამ ამ ოცნებას ერთი ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვდით, შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ სინამდვილეში ეს თქვენი ოცნება არააა, ან მზად არ ხართ, ამ ოცნებისთვის რაღაც გაწიროთ.

თუ თავს დაღლილად გრძნობთ, ეს, შესაძლოა, თქვენი ჩვევების ბრალიც იყოს - Sputnik საქართველო
რჩევები, რომლებიც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ

მუდმივი ორომტრიალი — ცხოვრების სრულიად საწინააღმდეგო რამ

•    თავი დახარჯო სწორ, გონივრულ რამეში — ერთია, მაგრამ ყველაფრისთვის — მეორე. დაიტოვეთ დრო დასვენებისთვის, საკუთარი თავისთვის.

•    ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა კი ნამდვილად ღირს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გრაფიკს ოდნავადაც არ უნდა გადაუხვიოთ. ჩვენ საფუძველი გვჭირდება, რომ ვიცოდეთ, რა ვაკეთოთ, და გვჭირდება დასვენება ორომტრიალის გარეშე.

რაც უფრო ვცდილობთ ყველაფრის გაკონტროლებას, მით უფრო ნაკლებად ვტკბებით ცხოვრებით

•    ათასობით გეგმას ნუ შეადგენთ. იმუშავეთ საკუთარ მიზანზე, მაგრამ მოქნილი იყავით, ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის. მაგალითად, ცხოვრების საუკეთესო მომენტები მოულოდნელად ხდება, ხოლო ყველაზე დიდი სინანული მაშინ არის, როდესაც გეგმას ვერ ახორციელებ.

•    ხანდახან, უბრალოდ, მოდუნებაა საჭირო, ღრმად ჩასუნთქვა და გაცნობიერებულად დინების მიყოლა.

CC BY-SA 2.0 / Christian Reimer / Resting placeიცხოვრეთ "აქ და ახლა"
იცხოვრეთ აქ და ახლა - Sputnik საქართველო
იცხოვრეთ "აქ და ახლა"

თუ ბოლოს დაიღალეთ, ეს ნიშნავს, რომ დროა დაისვენოთ და გაიხაროთ იმით, რაც უკვე გაქვთ

•    ძალები გამუდმებით უნდა აღიდგინოთ. დაისვენეთ ისე, როგორც მოგწონთ — ისეირნეთ, მოქსოვეთ, სამზარეულოში იტრიალეთ. ან, სულაც, მარტო დარჩით და საკუთარ თავს მოუსმინეთ, მეტი არაფერი გააკეთოთ. გამონახეთ დრო, რომ ორომტრიალისგან დაისვენოთ.

•    აბსოლუტურად ნორმალურია, გააკეთოთ პაუზა და სამყაროს ნება მისცეთ, თქვენ გარეშე იტრიალოს. სხვაგვარად — "გადაიწვებით".

P. S. გაცნობიერებული ცხოვრებისა და ღრმა, მშვიდი აზრების ყველაზე დიდი მტერი მუდმივი საქმიანობაა. ყველას გვაქვს სასწრაფო და გადაუდებელი საქმეები, მაგრამ მუდმივად რამის კეთება ცოტას თუ სჭირდება. საბოლოოდ შეიძლება ვინანოთ, რომ ძალიან ბევრი ვიწრიალეთ და ძალიან ცოტა დრო დავუთმეთ იმას, რომ, უბრალოდ, ცხოვრებით, მომენტით დავმტკბარიყავით.

ამისთვის ხომ განსაკუთრებული შემთხვევა სრულებით არაა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0