როგორ ვაქციოთ პრობლემები ბედნიერებად

© FL/Axelთუ რამე გაშფოთებთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ გაიღიმოთ
თუ რამე გაშფოთებთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ გაიღიმოთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული მომენტი ახალ დასაწყისსა და ახალ დასასრულს გაძლევთ, ყოველ წამს ახალ შანსს იღებთ, უბრალოდ, გამოიყენეთ ის.

ცხოვრება ხშირად გვიტარებს გაკვეთილებს, ესე იგი, ჭკუას გვასწავლის. ეს ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, ამის წყალობით შეგვიძლია ბედნიერი გავხდეთ. ხანდახან ისეც ხდება, რომ გვეჩვენება, თითქოს ყველაფერი მალე დამთავრდება და ყურადღებას ვაქცევთ არა იმ დადებითს, რაც გაგვაჩნია, არამედ იმ ვითარებას, რომელიც ძალზე არასასიამოვნო შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევებში სჯობს, თავი ხელში ავიყვანოთ და ყველაფერს გვერდიდან შევხედოთ. ერთი მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვრეთ: ყველაფერი გაივლის. ესეც გაივლის. ამიტომ თუ თქვენთვის ძალიან რთულია, თუ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გსურთ, მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია, რომელიც დაგეხმარებათ, ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედოთ.

ტკივილი ზრდის ნაწილია

ხანდახან ცხოვრება კარს კეტავს იმის ნიშნად, რომ წინსვლის დროა. ეს კარგია, რადგან ხანდახან, თუ იძულებული არ ვართ, მოძრაობას არ ვიწყებთ. როცა მძიმე დრო დგება, შეახსენეთ თავს, რომ არანაირი ტკივილი მიზნის გარეშე არ მოდის. იმოძრავეთ იმის საპირისპიროდ, რაც ტკივილს გაყენებთ, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ მისგან მიღებული გაკვეთილი. თუ იბრძვით, ეს არ ნიშნავს, რომ წარუმატებლობის დრო გიდგათ. ყოველი დიდი წარმატება ღირსეულ ბრძოლას მოითხოვს. დარჩით მომთმენი და საკუთარ თავში დარწმუნებული. ყველაფერი მოგვარდება, შეიძლება წამიერად არა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი იქნება… დაიმახსოვრეთ, რომ ტკივილი ორგვარია: ტკივილი, რომელიც ჭრილობას გაყენებთ და ტკივილი, რომელიც გცვლით. ცხოვრების გზაზე ეცადეთ, კი არ დაუპირისპირდეთ მას, არამედ გამოიყენეთ ის, რომ განვითარებაში დაგეხმაროთ.

ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია

როცა წვიმს, იცით, რომ გადაიღებს. ყოველთვის, როცა ტკივილს გაყენებენ, ჭრილობა ხორცდება. წყვდიადს ყოველთვის სინათლე მოსდევს — ამას ყოველდღე მზის ამოსვლა გახსენებთ, მაგრამ ხშირად მაინც გვეჩვენება, რომ ღამე სამუდამოდ გაგრძელდება. ეს არ იქნება, მარადიულად არაფერი გრძელდება. ამგვარად, თუ ამჟამად ყველაფერი კარგადაა, დატკბით ამით. ეს მუდმივად არ გაგრძელდება. თუ ყველაფერი ცუდადაა, არ იღელვოთ, იმიტომ რომ არც ეს გაგრძელდება მუდმივად. ის, რომ ცხოვრება ამ ჯერზე რთულია, არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ გაიცინოთ. თუ რამე გაშფოთებთ, არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ გაიღიმოთ. თითოეული მომენტი ახალ დასაწყისსა და ახალ დასასრულს გაძლევთ. ყოველ წამს ახალ შანსს იღებთ. უბრალოდ, გამოიყენეთ ის.

© FL/vanblrწყვდიადს ყოველთვის სინათლე მოსდევს
წყვდიადს ყოველთვის სინათლე მოსდევს - Sputnik საქართველო
წყვდიადს ყოველთვის სინათლე მოსდევს

მღელვარება და წუწუნი არაფერს ცვლის

ის, ვინც ყველაზე მეტს წუწუნებს, ყველაზე ნაკლებს აღწევს. ყოველთვის სჯობს რამის გაკეთება სცადოთ, თუნდაც წარუმატებლად, ვიდრე წარმატების მიღწევას არაფრის კეთებით შეეცადოთ. თუ წააგეთ, ეს დასასრულს არ ნიშნავს. ყველაფერი მაშინ დამთავრდება, თუ მხოლოდ იწუწუნებთ. თუ რამის გჯერათ, განაგრძეთ მცდელობა მის მისაღწევად. და იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მოხდება საბოლოოდ, გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ მაშინ მოვა, როცა თქვენს პრობლემებზე ჩივილსა და წუწუნს შეწყვეტთ და მადლობას იტყვით ყველა პრობლემაზე, რომელიც გაქვთ.

თქვენი ნაიარევი თქვენი ძალის სიმბოლოა

არასდროს შეგრცხვეთ ნაიარევის, რომელიც ცხოვრებამ დაგიტოვათ. ნაიარევი ნიშნავს, რომ ტკივილი აღარ გაქვთ და ჭრილობა შეხორცდა, და ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვეთ ტკივილზე, გაკვეთილი მიიღეთ, უფრო ძლიერი გახდით და წინ წაიწიეთ. ნაიარევი ტრიუმფის ნაჭდევია. არ მისცეთ ნება ნაიარევს, მძევლად აგიყვანოთ; არ მისცეთ უფლება, შიშში გაცხოვროთ. განიხილეთ ის, როგორც ძალის ნიშანი. გახსოვდეთ ჭეშმარიტება: „იარები ის ნაპრალებია, საიდანაც შენში სინათლე აღწევს“ (ჯალალ ედ-დინ რუმი).

ყველაზე ძლიერი სულები ტანჯვიდან იბადებიან; ყველაზე გავლენიანი ადამიანები ამ უზარმაზარ სამყაროში ნაიარევებით არიან აღბეჭდილი. თქვენს ნაიარევს შეხედეთ და თქვით: „დიახ, ეს გავაკეთე! გადავრჩი და ამის დასამტკიცებლად ნაიარევი დამრჩა! ახლა მაქვს შანსი, უფრო ძლიერი გავხდე“. 

თითოეული პატარა ბრძოლა — წინ გადადგმული ნაბიჯია

ცხოვრებაში მოთმინება ლოდინს არ უდრის. ესაა უნარი, შეინარჩუნოთ კარგი განწყობა და დაჟინებით იმუშაოთ თქვენ ოცნებაზე. ასე რომ, თუ მოსინჯვას აპირებთ, ბოლომდე მიჰყევით. სხვაგვარად, მხოლოდ დაწყებაში არანაირი აზრი არ დევს. ეს შეიძლება სტაბილურობისა და კომფორტის დაკარგვას ნიშნავდეს გარკვეული პერიოდი, შეიძლება, გონებაც დაკარგოთ. ეს შეიძლება თქვენი კომფორტის ზონის დაკარგვასაც ნიშნავდეს, ეს შეიძლება ურთიერთობების მსხვერპლად შეწირვას ნიშნავდეს, დაცინვებს. მარტოობას. ამასთან, მარტოობა საჩუქარია, რომელიც მრავალ რამეს ხდის შესაძლებელს. თქვენ მიიღებთ სივრცეს, რომელიც გჭირდებათ. ყველაფერი დანარჩენი ტესტია თქვენ გამძლეობაზე – რამდენად გინდათ მიზნის მიღწევა. თუ მოინდომებთ, მიაღწევთ კიდეც. ყოველ ნაბიჯზე თავს უკეთესად იგრძნობთ. და გააცნობიერებთ, რომ ბრძოლა — ეს გზაზე წინაღობა კი არა, ეს თვითონ გზაა.

© FL/Dirk Beuthარასდროს შეწყვიტოთ მოძრაობა
არასდროს შეწყვიტოთ მოძრაობა - Sputnik საქართველო
არასდროს შეწყვიტოთ მოძრაობა

ადამიანების ნეგატიური რეაქცია თქვენი პრობლემა არ არის

როცა ცუდ გარემოში ხართ, საკუთარ თავში დარწმუნებული იყავით. როცა სხვები თქვენ დაძლევას შეეცდებიან, გაიღიმეთ. ეს საკუთარი ენთუზიაზმის მხარდაჭერის იოლი გზაა. როცა სხვა ადამიანები თქვენზე ცუდად ილაპარაკებენ, მაინც ის იყავით, ვინც ხართ. არასდროს მისცეთ სხვების საუბარს თქვენი შეცვლის საშუალება. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, თუნდაც ეს პირად საქმედ გეჩვენებოდეთ. ნუ გგონიათ, რომ ადამიანები თქვენთვის რამეს აკეთებენ. ისინი ყველაფერს საკუთარი თავისთვის აკეთებენ. პირველ რიგში, არ შეიცვალოთ იმისთვის, რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, იმაზე, ვინც თქვენზე ამბობს, რომ კარგი არ ხართ. შეიცვალეთ, თუ ეს უკეთესს გაგხდით და უფრო ნათელი მომავლისკენ წაგიყვანთ. ადამიანები ილაპარაკებენ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას აკეთებთ ან რამდენად კარგად აკეთებთ. იღელვეთ საკუთარ თავზე და არა სხვების აზრზე. თუ რამის გწამთ და გჯერათ, მისთვის ბრძოლის ნუ შეგეშინდებათ. დიდი ძალა შეუძლებლის გადალახვის შემდეგ მოდის.

რაც მოსახდენია — მოხდება

ძალას იღებთ, როდესაც უარს ამბობთ ყვირილზე და ჩივილზე და იწყებთ გაღიმებასა და საკუთარი ცხოვრების დაფასებას. გიყვარდეთ თქვენი ცხოვრება, ენდეთ ალღოს, გარისკეთ, დაკარგეთ და იპოვეთ ბედნიერება, შეისწავლეთ გამოცდილების მეშვეობით! ეს ხანგრძლივი მოგზაურობაა. თავი უნდა დაანებოთ მღელვარებას, კითხვების დასმას და ნებისმიერ მომენტში დაეჭვებას. გაიცინეთ, დატკბით ცხოვრების ყოველი მომენტით. თქვენ შეიძლება ზუსტად არ იცოდეთ, საით მიდიხართ, მაგრამ საბოლოოდ იქ მიხვალთ, სადაც უნდა მიხვიდეთ.

უბრალოდ, განაგრძეთ მოძრაობა

ნუ შეგეშინდებათ გაბრაზების, ნუ შეგეშინდებათ ხელახლა შეყვარების. გააცნობიერეთ, რომ ძალა დღითიდღე იზრდება, სიმამაცე მშვენიერია. იპოვეთ თქვენ გულში ის, რაც სხვებში ღიმილს იწვევს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ბევრი ადამიანი არ გჭირდებათ, ამიტომ ნუ ეცდებით ბევრი მეგობრის ყოლას. იყავით ძლიერი, როცა ძნელი იქნება ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ სამყარო ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სწორია. აღიარეთ, როცა შეცდებით და აქედან გაკვეთილი მიიღეთ. ყოველთვის გაიხედეთ უკან და შეადარეთ იმას, რასაც მიაღწიეთ, იამაყეთ საკუთარი თავით. თუ არ გინდათ, არავის გულისთვის არ შეიცვალოთ. მეტი გააკეთეთ. მარტივად იცხოვრეთ. და არასდროს შეწყვიტოთ მოძრაობა. 

ყველა ახალი ამბავი
0