რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა საქართველოში გამოცდების გართულების შემდეგ

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები თბილისში
ავტომობილები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
ამ პერიოდში თავისი პირველი მართვის მოწმობა 69 წლის თბილისელმა ქალმა აიღო.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მართვის მოწმობა 3 ათასზე მეტმა ადამიანმა აიღო მას შემდეგ, რაც მოწმობის მიღების პირობებს ავტომობილის ქალაქის რეალურ გარემოში მართვის გამოცდა დაემატა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მართვის მოწმობა აიღო 16-დან 69 წლამდე ასაკის ქვეყნის 3.091-მა მცხოვრებმა.
ამ პერიოდში მართვის მოწმობა პირველად აიღეს თბილისში მცხოვრებმა 69 წლის ქალმა და ასევე 69 წლის მამაკაცმა შიდა ქართლიდან. მართვის მოწმობა აიღო 16 წლის ასაკის 28 ადამიანმა.
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა რთულდება>>
ახალი წესები 25 აპრილიდან ამოქმედდა, რაც გულისხმობს თეორიულ გამოცდას და სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მეორე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა.
თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით არის დამტკიცებული.
საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება>>
მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ 365 დღის განმავლობაში შეუძლია. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში შემდეგი გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ 30 დღის შემდეგ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0