დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 დეკემბერი

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 26 დეკემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ნუ უჩქარებთ იდეების რეალიზებას, თუნდაც ეს იდეები გენიალურად გეჩვენებოდეთ. არის საფრთხე, რომ ისინი ძალიან უპერსპექტივო აღმოჩნდეს. იფრთხილეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში – არცთუ საუკეთესო დღეა შოპინგისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 დეკემბერი>>
ვერძი: გაიხსენეთ თქვენი მივიწყებული ოცნებები, ჩაიძირეთ ფანტაზიების სამყაროში, სადაც არ არსებობს საზღვრები და ყველაფერი შესაძლებელია. თქვენი აზროვნება ხატოვანი და შემოქმედებითი პოტენციალი უმაღლეს დონეზე იქნება. დრო შემოქმედებას, ოცნებას, წარმოსახვას დაუთმეთ – ეს დღე მოსაწყენი, რუტინული საქმეებისთვის არ არის.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
ჰოროსკოპი: შეთავსებადობა ნიშნებს შორის - რა ელოდება თქვენს წყვილს 2023 წელს
კურო: ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს უნარზე, თავი ხელში აიყვანოთ და ემოციები გააკონტროლოთ. გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ირგვლივ მყოფებთან, მაგრამ შეგწევთ ძალა, კონფლიქტებს აარიდოთ თავი. ფულს ქარს ნუ გაატანთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ფინანსურ დანაკარგებს მოიტანს.
ტყუპი: დღეს შეძლებთ ურთიერთობების წყურვილის დაკმაყოფილებას. ეძებთ რუტინისგან ხსნას იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, მაგრამ არა იმ მიმართულებით, სადაც დეტალებისადმი ყურადღებაა საჭირო, არამედ სფეროებში, სადაც ფანტაზია და შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო. მოსალოდნელია თანხის მიღება.
კირჩხიბი: არის რისკი, რომ დღეს ვინმეს ან რამის მიმართ იმედი გაგიცრუვდეთ. არაა გამორიცხული, რომ ეს „ვინმე“ თვითონ თქვენ იყოთ. თქვენი კალაპოტიდან ამოგდება ნებისმიერ წვრილმანს, სულ მცირე კრიტიკასაც შეუძლია. ნუ დაიღლებით უაზრობების გამო, ნუ ეცდებით პრობლემების რადიკალურად გადაჭრას, გაუფრთხილდით ნერვებს.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
რას გვიმზადებს კურდღელი: 2023 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
ლომი: არ იჩქაროთ. ბევრს მიაღწევთ, თუ დაფიქრებულ ნაბიჯებს გადადგამთ. ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ მოთმინება გამოიჩინეთ. აჯობებს საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად – არაა გამორიცხული ფინანსური დანაკარგები. არ ღირს კრედიტის აღება.
ქალწული: დღეს, შესაძლოა, ნებისმიერ წვრილმანზე გაღიზიანდეთ. სამაგიეროდ, დიდ პრობლემებს, თუ ასეთს გადააწყდით, მედგრად დაუხვდებით. ამიტომ აჯობებს, სერიოზული საკითხების გადაწყვეტას შეუდგეთ, სასურველია ისეთის, რომლებსაც მარტო გაუმკლავდებით, რათა ირგვლივ მყოფებთან ნაკლები კონტაქტი გქონდეთ და კონფლიქტებს აარიდოთ თავი.
სასწორი: ხართ ძალზე მომხიბლავი და ყველას გულის დაპყრობა შეგიძლიათ. თქვენი დადებითი ემოციები „გადამდებია“, გამოირჩევით შესანიშნავი ორატორული ნიჭით. თუ თქვენი იდეების სხვებისთვის გაზიარება და თანამოაზრეების შემოკრება გინდათ, ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით, თუნდაც თქვენს იდეებს ცოტა ფანტაზია „გაჰკრავდეს“.
დედამიწა - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
ყველაზე ხელსაყრელი დღეები 2023 წელს
მორიელი: დღეს უამრავი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეგიძლიათ. განსაკუთრებით მიგიზიდავთ პირადი სივრცის მოწყობასთან დაკავშირებული საქმეები. დიდი სურვილი გაქვთ რამის შეცვლის სახლში, ავტომობილში, აგარაკზე. მაგრამ არის რისკი, რომ ხან ერთ საქმეს შეეჭიდოთ, ხან მეორეს და უამრავი იდეის „წყალობით“ ვერცერთი ვერ მიიყვანოთ ბოლომდე.
მშვილდოსანი: არცთუ საუკეთესო დღეა სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად. არანაირი სურვილი არ გაქვთ მუშაობის, სწავლის, ყურადღების დაძაბვის. სამაგიეროდ, თქვენს ფანტაზიას საზღვარი არ ექნება. რთული იქნება წინააღმდეგობის გაწევა სურვილისთვის, რომ გაექცეთ რუტინას, ყოველდღიურობას და რაღაც ექსტრავაგანტული მოიმოქმედოთ.
თხის რქა: დიდი ალბათობით, ფულთან დაკავშირებით გაუგებრობები გელოდებათ. შესაძლოა, ბიუჯეტს გადააჭარბოთ, ან სხვა რამ მოხდეს. ამისთვის მზად უნდა იყოთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ ვითარების დამოუკიდებლად გამოსწორება – მხოლოდ უარეს შედეგს მიიღებთ. კარგი იქნება, თუ გყავთ საიმედო ადამიანი და თქვენს საფულეს მას ანდობთ.
პლანეტების აღლუმი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
ასტროლოგები გვაფრთხილებენ: რომელია ყველაზე საშიში დღეები 2023 წელს და რატომ
მერწყული: შესაძლოა, გაგიჩნდეთ იდეა, თუ როგორ შეცვალოთ რადიკალურად საკუთარი ცხოვრება. ეს გრანდიოზული გეგმები შეიძლება ეხებოდეს კარიერას, პირად ცხოვრებას ან სხვა სფეროებს. თუნდაც ეს იდეები იდეალურად გეჩვენებოდეთ, სჯობს, ჯერ ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ. დიდია ალბათობა, რომ სასურველი რეალობად აღიქვათ.
თევზები: არ მოკიდოთ ხელი საქმეს, თუ საკუთარ თავში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი. არაა შესაფერისი დღე რთული ამოცანების გადასაწყვეტად, ახალი პროექტების დასაწყებად. ვერ შეძლებთ სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირებას. სამაგიეროდ, ხართ ძალზე ოპტიმისტურად განწყობილი და შავ ღრუბლებს მიღმა მზის სხივების დანახვა შეგიძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0