https://sputnik-georgia.com/20221223/kirkitaze-saavadmyofosi-gadaiyvanes-273340053.html
ჰოსპიტალიზაცია შიმშილობის გამო - პარლამენტის დეპუტატმა აქცია შეწყვიტა
ჰოსპიტალიზაცია შიმშილობის გამო - პარლამენტის დეპუტატმა აქცია შეწყვიტა
Sputnik საქართველო
პარლამენტში შიმშილობას განაგრძობენ დეპუტატები ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია. 23.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-23T12:03+0400
2022-12-23T12:03+0400
2022-12-23T16:00+0400
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201790_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_13256d6149e2a4021477bb90a6647d43.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძე შიმშილობიდან მერვე დღეს საავადმყოფოში მოხვდა. მან შიმშილობა სხვა დეპუტატებთან ერთად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოაცხადა.კირკიტაძე პარლამენტის შენობიდან ინვალიდის სავარძლით გამოიყვანეს. დეპუტატები, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ კაბინეტში იმყოფებიან.მან აღნიშნა, რომ ასევე აღელვებს ანა წითლიძისა და თემურ ჯანაშიას მდგომარეობაც. მანამდე, შიმშილობის დაწყებიდან მესამე დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტა კიდევ ერთმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აბდულა ისმაილოვმა.დეპუტატებმა შიმშილობა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.გუშინ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი გამოვიდა. როგორც მან პროცესზე განაცხადა, სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი.ამერიკელმა ექსპერტმა სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზი გააცნო>>ამასთან, მსჯავრდებულს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. სააკაშვილმა ფსიქოლოგიური ტრავმა ციხეში მიიღო. გვერდითა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივად ყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სააკაშვილს, განაცხადა ექსპერტმა მსჯავრდებულ სააკაშვილზე დაყრდნობით.გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა.ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201790_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_76bb57492ec8efd6e59ce447b5f513f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ჰოსპიტალიზაცია შიმშილობის გამო - პარლამენტის დეპუტატმა აქცია შეწყვიტა
12:03 23.12.2022 (განახლებულია: 16:00 23.12.2022) პარლამენტში შიმშილობას განაგრძობენ დეპუტატები ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძე შიმშილობიდან მერვე დღეს საავადმყოფოში მოხვდა. მან შიმშილობა სხვა დეპუტატებთან ერთად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოაცხადა.
კირკიტაძე პარლამენტის შენობიდან ინვალიდის სავარძლით გამოიყვანეს. დეპუტატები, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ კაბინეტში იმყოფებიან.
„როგორც ექიმებმა თქვეს, ყველა პარამეტრი აქვს გაუარესებული, მათ შორის კალიუმის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, და პრაქტიკულად უკვე შეუძლებელი იყო მხოლოდ ასე დაკვირვება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იგი გადავიდეს საავადმყოფოში“, – განაცხადა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.
მან აღნიშნა, რომ ასევე აღელვებს ანა წითლიძისა და თემურ ჯანაშიას მდგომარეობაც. მანამდე, შიმშილობის დაწყებიდან მესამე დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტა კიდევ ერთმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აბდულა ისმაილოვმა.
დეპუტატებმა შიმშილობა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.
გუშინ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი გამოვიდა. როგორც მან პროცესზე განაცხადა, სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი.
ამასთან, მსჯავრდებულს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. სააკაშვილმა ფსიქოლოგიური ტრავმა ციხეში მიიღო. გვერდითა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივად ყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სააკაშვილს, განაცხადა ექსპერტმა მსჯავრდებულ სააკაშვილზე დაყრდნობით.
გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.