https://sputnik-georgia.com/20221220/cinet-indoetis-urtiertoba-273243663.html
ინდოეთმა ჩინეთთან საზღვარზე რეკორდული რაოდენობის ძალები განათავსა
ინდოეთმა ჩინეთთან საზღვარზე რეკორდული რაოდენობის ძალები განათავსა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ინდოეთი ზეწოლას ახორციელებს ჩინეთზე დეესკალაციისა და გამიჯვნის მიზნით, რისთვისაც ორი ქვეყნის საზღვარზე სამხედრო ძალების... 20.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-20T17:35+0400
2022-12-20T17:35+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
კონფლიქტები
ინდოეთი
ჩინეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273243487_0:0:3003:1690_1920x0_80_0_0_b3c0b38df87a5e78484b9cdf32fbd104.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ინდოეთი ზეწოლას ახორციელებს ჩინეთზე დეესკალაციისა და გამიჯვნის მიზნით, რისთვისაც ორი ქვეყნის საზღვარზე სამხედრო ძალების რეკორდული რაოდენობა განათავსა, განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, არავის აქვს ინდოელი ჯარისკაცების კრიტიკის უფლება, რომლებიც საზღვარს იცავენ, ვინაიდან ეს ყველაფერი „დეესკალაციისა და საზღვრების გამიჯვნის მიზნით კეთდება ჩინეთზე ზეწოლის გზით“.ჯაიშანკარის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დღეისათვის „ნორმალური არ არის“, რასაც ქვეყნის მმართველი პარტია საჯაროდ აცხადებს.მანამდე ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგმა განაცხადა, რომ 9 დეკემბერს ჩინეთის ჯარები საზღვრის დარღვევასა და „სტატუს კვოს ცალმხრივად შეცვლას“ შეეცადნენ არუნაჩალ-პრადეშის შტატში. შეტაკების შედეგად იყვნენ დაშავებულები, არავინ დაღუპულა. ინდოეთის ხელისუფლებამ მოუწოდა ჩინურ მხარეს, „თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან და შეინარჩუნოს მშვიდობა და სიმშვიდე საზღვარზე“.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვითარება ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე სამხედროების შეტაკების შემდეგ სტაბილურია, მხარეები კონტაქტებს დიპლომატიური და სამხედრო არხებით ინარჩუნებენ.
ინდოეთი
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273243487_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_6decce2e4078719b5b184b27db95c823.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კონფლიქტები, ინდოეთი , ჩინეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
კონფლიქტები, ინდოეთი , ჩინეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ინდოეთი ზეწოლას ახორციელებს ჩინეთზე დეესკალაციისა და გამიჯვნის მიზნით, რისთვისაც ორი ქვეყნის საზღვარზე სამხედრო ძალების რეკორდული რაოდენობა განათავსა, განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა.
„დღეს ჩინეთთან საზღვარზე ინდოეთის არმია ისეთი რაოდენობითაა განლაგებული, რაც აქამდე არასდროს გვქონია. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ხელი შევუშალოთ ჩინეთის [არმიის] განთავსებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 წლიდან“, — თქვა მან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არავის აქვს ინდოელი ჯარისკაცების კრიტიკის უფლება, რომლებიც საზღვარს იცავენ, ვინაიდან ეს ყველაფერი „დეესკალაციისა და საზღვრების გამიჯვნის მიზნით კეთდება ჩინეთზე ზეწოლის გზით“.
ჯაიშანკარის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დღეისათვის „ნორმალური არ არის“, რასაც ქვეყნის მმართველი პარტია საჯაროდ აცხადებს.
მანამდე ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგმა განაცხადა, რომ 9 დეკემბერს ჩინეთის ჯარები საზღვრის დარღვევასა და „სტატუს კვოს ცალმხრივად შეცვლას“ შეეცადნენ არუნაჩალ-პრადეშის შტატში. შეტაკების შედეგად იყვნენ დაშავებულები, არავინ დაღუპულა. ინდოეთის ხელისუფლებამ მოუწოდა ჩინურ მხარეს, „თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან და შეინარჩუნოს მშვიდობა და სიმშვიდე საზღვარზე“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვითარება ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე სამხედროების შეტაკების შემდეგ სტაბილურია, მხარეები კონტაქტებს დიპლომატიური და სამხედრო არხებით ინარჩუნებენ.