https://sputnik-georgia.com/20221218/saqartvelos-premieri-ebraelebs-xanuqas-dresaswauls-ulocavs-273169563.html
საქართველოს პრემიერი ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერი ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
Sputnik საქართველო
ხანუქა ერთ-ერთი ძირითადი დღესასწაულია, რომელსაც ებრაელები იერუსალიმში ფართოდ აღნიშნავენ. ის 8 დღეს გრძელდება. 18.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-18T16:59+0400
2022-12-18T16:59+0400
2022-12-18T16:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23595/74/235957406_0:285:2629:1764_1920x0_80_0_0_b09af8be2cbd348efe6b66a2fc885b7f.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ხანუქა ერთ-ერთი ძირითადი დღესასწაულია, რომელსაც ებრაელები, თორას კანონის მიხედვით, იერუსალიმში ფართოდ აღნიშნავენ.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ებრაული თემის დაუღალავი გარჯა საერთო სამშობლოს წინსვლისათვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.მთელი გულით ვიზიარებ თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - აღნიშნულია მილოცვის წერილში.ებრაული კალენდრით, ხანუქა იწყება 25 ქისლევს და გრძელდება 8 დღე.6 დეკემბრის ჩათვლით იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ - ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო.შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23595/74/235957406_0:38:2629:2010_1920x0_80_0_0_71f0ad7276790d24bd4aa63c295cbb12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , რელიგია
საქართველოს პრემიერი ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
ხანუქა ერთ-ერთი ძირითადი დღესასწაულია, რომელსაც ებრაელები იერუსალიმში ფართოდ აღნიშნავენ. ის 8 დღეს გრძელდება.
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანუქა ერთ-ერთი ძირითადი დღესასწაულია, რომელსაც ებრაელები, თორას კანონის მიხედვით, იერუსალიმში ფართოდ აღნიშნავენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ებრაული თემის დაუღალავი გარჯა საერთო სამშობლოს წინსვლისათვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
„ჩვენი დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძმობა, გავაღრმაოთ საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა.
მთელი გულით ვიზიარებ თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - აღნიშნულია მილოცვის წერილში.
ებრაული კალენდრით, ხანუქა იწყება 25 ქისლევს და გრძელდება 8 დღე.
6 დეკემბრის ჩათვლით იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ - ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო.
შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.