https://sputnik-georgia.com/20221218/salome-zurabisvili-droa-sewydes-spekulaciebi-saakasvilis-temaze-273163022.html
სალომე ზურაბიშვილი: დროა შეწყდეს სპეკულაციები სააკაშვილის თემაზე
სალომე ზურაბიშვილი: დროა შეწყდეს სპეკულაციები სააკაშვილის თემაზე
Sputnik საქართველო
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ 18.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-18T00:13+0400
2022-12-18T00:13+0400
2022-12-18T00:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267540057_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4ff1e3779da3a6484bc10587318fcdb2.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, შეწყვიტონ სპეკულაციები სახელმწიფოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას.სასამართლო სხდომა სააკაშვილის სასჯელის გაუქმებისა ან გადავადების საკითხზე 22 დეკემბერს არის ჩანიშნული. სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს.სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში მან ციხის საკანში მხოლოდ 170 დღე გაატარა, დანარჩენი დრო სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა შიმშილობისა და მისი შედეგების გამო. ბოლოს ის კლინიკაში 2022 წლის 12 მაისს გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო.სააკაშვილის სიკვდილი დესტაბილიზაციას გამოიწვევს - ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი >>მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს ფარულად დაბრუნდა, რის შემდეგ თავისი მომხრეებისთვის რამდენიმე მიმართვა ჩაწერა თვითმმართველობის არჩევნების წინ. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. მისმა ჩამოსვლამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციების დაკარგვის პროვოცირება მოაწყო, რომელმაც რამდენიმე დიდ ქალაქში მერების არჩევნების პირველივე ტურში მოგება ვერ შეძლო.იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილზე 12–ჯერ მეტი დაიხარჯა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პატიმარზე >>სააკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა სასამართლოს მიერ ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი. ესაა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალება. ამ საქმეებზე ექს–პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267540057_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_d84c077c9261cb145316e341cd9c0f58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
სალომე ზურაბიშვილი: დროა შეწყდეს სპეკულაციები სააკაშვილის თემაზე
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, შეწყვიტონ სპეკულაციები სახელმწიფოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სასამართლო სხდომა სააკაშვილის სასჯელის გაუქმებისა ან გადავადების საკითხზე 22 დეკემბერს არის ჩანიშნული. სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისთვის, მისი რეპუტაციისთვის, შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები. დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც დარწმუნებული ვარ და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში მან ციხის საკანში მხოლოდ 170 დღე გაატარა, დანარჩენი დრო სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა შიმშილობისა და მისი შედეგების გამო. ბოლოს ის კლინიკაში 2022 წლის 12 მაისს გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს ფარულად დაბრუნდა, რის შემდეგ თავისი მომხრეებისთვის რამდენიმე მიმართვა ჩაწერა თვითმმართველობის არჩევნების წინ. ის 1 ოქტომბერს დააკავეს. მისმა ჩამოსვლამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციების დაკარგვის პროვოცირება მოაწყო, რომელმაც რამდენიმე დიდ ქალაქში მერების არჩევნების პირველივე ტურში მოგება ვერ შეძლო.
სააკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა სასამართლოს მიერ ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი. ესაა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალება. ამ საქმეებზე ექს–პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.