https://sputnik-georgia.com/20221218/ert-ertma-deputatma-saakasvilis-mxardasawerad-dawyebuli-simsiloba-sewyvita-273168840.html
ერთ-ერთმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა
ერთ-ერთმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს ენმ-ის სამი დეპუტატი 18.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-18T15:36+0400
2022-12-18T15:36+0400
2022-12-18T15:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23152/92/231529247_0:264:2048:1416_1920x0_80_0_0_0703d7ef124a97fb5f191b12aff68dad.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აბდულ ისმაილოვი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა, იძულებული გახდა შეეწყვიტა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ექიმების რჩევით, განაცხადა მისმა თანაპარტიელმა თემურ ჯანაშიამ.15 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ სამმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ, ანი წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა პარლამენტის შენობაში მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყეს. მოგვიანებით მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა.ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს ენმ-ის სამი დეპუტატი: დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია.სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო.12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.სააკაშვილის სიკვდილი დესტაბილიზაციას გამოიწვევს - ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი >>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23152/92/231529247_160:0:2048:1416_1920x0_80_0_0_6588702538630882f70f164b3098f925.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთ-ერთმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა
ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს ენმ-ის სამი დეპუტატი
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აბდულ ისმაილოვი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა, იძულებული გახდა შეეწყვიტა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ექიმების რჩევით, განაცხადა მისმა თანაპარტიელმა თემურ ჯანაშიამ.
15 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ სამმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ, ანი წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა პარლამენტის შენობაში მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყეს. მოგვიანებით მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა.
„მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ერთადერთი, ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილოვი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და სახლში გავუშვით. მისი გაჩერება არ შეიძლებოდა", - განაცხადა ჯანაშიამ ტელეარხ „მთავარის“ ეთერში.
ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს ენმ-ის სამი დეპუტატი: დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო.
12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.