მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანტირუსული სანქციების მე-9 პაკეტში 168 ორგანიზაცია შედის

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის და ევროკავშირის დროშები
რუსეთის და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-9 პაკეტში 168 რუსული ორგანიზაცია შევა, წერს Twitter-ზე ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი.

„ძირითადი რესტრიქციები შეეხება 168 ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან კავშირში. სულ ამ დროისათვის სანქციები ეხება 410 ორგანიზაციას“, — ნათქვამია დომბროვსკის ტვიტში.

მისი განმარტებით, ევროკავშირი ასევე განავრცობს შეზღუდვებს რუსეთის ენერგეტიკულ და სამთო-მომპოვებელ სექტორებზე და ბიზნეს-მოსახურებაზე — რეკლამის, ბაზრის კვლევებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩათვლით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი შეათანხმეს. წერილობითი დოკუმენტის დამტკიცება დღეისთვისაა დაგეგმილი.
ევროკავშირის ქვეყნები ანტირუსული სანქციების მეცხრე პაკეტზე ვერ თანხმდებოდნენ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოზიციის გამო, ვინაიდან აღნიშნული სახელმწიფოები რუსეთიდან სასუქის გატანასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას ეწინააღმდეგებოდნენ. ევროკავშირმა სექტემბერში ფორმალურად გააუქმა ყველა შეზღუდვა რუსული სასუქების მესამე ქვეყნებში ექსპორტზე, რაც შეერთებულმა შტატებმა მანამდე გააკეთა.
ყველა ახალი ამბავი
0