მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების მე-9 პაკეტი შეათანხმა

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი შეათანხმეს, დოკუმენტი პარასკევს დამტკიცდება, იუწყება Reuters ანონიმ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.
როგორც მანამდე წერდა სააგენტო, ევროკავშირის ქვეყნები მეცხრე პაკეტზე ვერ თანხმდებოდნენ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოზიციის გამო, ვინაიდან აღნიშნული სახელმწიფოები რუსეთიდან სასუქის გატანასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას ეწინააღმდეგებოდნენ.

„სანქციები შეთანხმებულია. წერილობითი ფორმით დოკუმენტის დამტკიცების პროცედურა 16 დეკემბერის შუადღემდე გაიმართება“, — განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.

ანტირუსული სანქციების მეცხრე პაკეტის შეთანხმება დაადასტურა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმაც. პოლონეთის პრემიერ მორავეცკის ინფორმაციით, ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციები რუსეთის დაახლოებით 200 მოქალაქეს შეეხო. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, რესტრიქციები დაედება ორმაგი დანიშნულების საქონელსაც.
ევროკავშირმა სექტემბერში ფორმალურად გააუქმა ყველა შეზღუდვა რუსული სასუქების მესამე ქვეყნებში ექსპორტზე, რაც შეერთებულმა შტატებმა მანამდე გააკეთა. ბრიუსელმა მეცხრე პაკეტისთვის სიების მომზადება 20 ნოემბერს დაიწყო. გასულ კვირაში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციების მეცხრე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი გეგმავს შეზღუდვების დაწესებას თითქმის 200 ადამიანზე, სამ ბანკზე, ოთხ ტელეარხსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მთელ რიგ კომპანიებზე. ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის სამთო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური ზომებიც იქნება შემოღებული.


ყველა ახალი ამბავი
0