საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
სახელმწიფო ბიუჯეტი ეყრდნობა კონსერვატიულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და ორიენტირებულია ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებაზე.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო. დოკუმენტს ხმა 84-მა დეპუტატმა მისცა.
სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ.
2023 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი

მაჩვენებელი

პროგნოზი 2022

პროგნოზი 2023

ეკონომიკური ზრდა, %

10,5

5,0

დეფლატორი, %

9,5

5,0

მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი

72,2

79,7

შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი

16,8

18,9

ბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-ის მიმართ

3,2

2,8

ბიუჯეტის ხარჯები, % მშპ-ის მიმართ

21,6

21,3

მიღებული პროექტის თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის გაზრდა 5%-ის ფარგლებში. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 79 მლრდ ლარის დონეზეა. შედარებისათვის, ბოლო პროგნოზით ის 72,2 მლრდ ლარს შეადგენდა.
ბიუჯეტის ერთობლივი დეფიციტის პროგნოზი დადგენილია 2,8%-ის დონეზე. ამასთან, მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ შეადგენს 39%-ს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
მიღებული პროექტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 2,1 მლრდ ლარით (2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით) და დაახლოებით 21,9 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 1,8 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,6 მლრდ-ს შეადგენს.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)

მაჩვენებელი

2022

2023

შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

19.852,4

21.914,2

საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

14.473,0

16.290,4

გრანტები

341,8

279,7

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები

19.678,7

21.880,1

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს დაახლოებით 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,9 მლრდ ლარს შეადგენს.
ვინ მიიღებს მეტ ფულს
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 6,9 მლრდ ლარი იქნება.
ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, პენსიების მომატებას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას.
სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი ფენების სამუშაოთი უზრუნველყოფას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეაფასა>>
რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი საწყისი პროგნოზით 2023 წელს დაახლოებით 3,3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი ფული კი ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რემონტსა და სკოლების მშენებლობას.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 2 მლრდ ლარი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასების მომატებას 125 ლარით, ასევე სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-ით ზრდას. პროექტი ითვალისწინებს ხელფასის ზრდას 15-დან 18 ლარამდე ერთ საათზე პროფსასწავლებლების მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, თანხა მოხმარდება სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 25%-ით გაიზრდება>>
ბიუჯეტის გაზრდა გათვალისწინებულია ასევე თავდაცვის სამინისტროსთვის, რომლის ბიუჯეტი 1,3 მლრდ ლარს შეადგენს. ფული მოხმარდება სამხედროების ხელფასების 20%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას.
გაიზრდება ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. აქაც პოლიციის თანამშრომლებს მოემატებათ ხელფასი 20%-ით.
ასევე თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატების მიზნით 20%-ით გაიზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი და გახდება 180 მილიონი ლარი.
როგორი იქნება განათლების სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი?>>
ასევე გაიზრდება კულტურის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები 10%-ით, ხოლო უწყების ბიუჯეტი შეადგენს 431,2 მლნ ლარს.
მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, პროგნოზის მიხედვით, 2023 წელს 22 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი – 9,3 მლნ ლარს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0