როგორი იქნება განათლების სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი?

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, თითოეული ინიციატივა და პროექტი, რომელსაც უწყება ახორციელებს, მიმართულია საზოგადოებაზე ორიენტირებული ხარისხიანი და თანასწორი განათლების სისტემის უზრუნველყოფისკენ.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი სიახლეების დანერგვის, უკვე მიღწეული შედეგების გაუმჯობესებისა და განათლების სისტემაში კომპლექსური რეფორმის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა. უწყების ბიუჯეტი 2.030.800.000 ლარია, რაც 345,9 მილიონით მეტია 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით.
ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია 10-წლიან გეგმაზე, რომელიც საზოგადოებას 2021 წელს წარედგინა.

„განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს უწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრის განცხადებით, თითოეული ინიციატივა და პროექტი, რომელსაც უწყება ახორციელებს, სრულ შესაბამისობაშია აღნიშნული სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტებთან და მიმართულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი, თანასწორი და მრავალფეროვანი მეცნიერებისა და განათლების სისტემის უზრუნველყოფისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0