https://sputnik-georgia.com/20221013/saertasoriso-savaluto-fondis-misiam-2023-wlis-saqartvelos-biujeti-seafasa-271323012.html
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეაფასა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეაფასა
Sputnik საქართველო
ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენ მართებულად არის მიმართული. 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T21:58+0400
2022-10-13T21:58+0400
2022-10-15T22:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23392/45/233924580_0:317:3038:2026_1920x0_80_0_0_a8e2dfad98eda7814ac21fc2d222f896.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, განსაკუთრებით, ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ.ვიზიტის ფარგლებში ისინი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენ მართებულად არის მიმართული. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე და ამ კუთხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე.სახელმწიფო ბიუჯეტი ეფუძნება კონსერვატიულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და ორიენტირებულია ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებაზე. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 1,9 მლრდ ლარით 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით 21,3 მლრდ ლარს შეადგენს.ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 2,6 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,2 მლრდ-ს შეადგენს.თანამშრომლობა სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთანსსფ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდისკენ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ეხმარება და ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის შეღავათიანი კრედიტები და სესხები გამოუყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23392/45/233924580_309:0:3038:2047_1920x0_80_0_0_221053d97395db1ee7e656fb0eb641ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეაფასა
21:58 13.10.2022 (განახლებულია: 22:13 15.10.2022) ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენ მართებულად არის მიმართული.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, განსაკუთრებით, ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ.
ვიზიტის ფარგლებში ისინი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.
ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენ მართებულად არის მიმართული. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე და ამ კუთხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე.
სახელმწიფო ბიუჯეტი ეფუძნება კონსერვატიულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და ორიენტირებულია ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებაზე. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 1,9 მლრდ ლარით 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით 21,3 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 2,6 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,2 მლრდ-ს შეადგენს.
თანამშრომლობა სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან
სსფ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.
სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.
საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდისკენ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ეხმარება და ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის შეღავათიანი კრედიტები და სესხები გამოუყო.