ოჯახი, როგორც სარკის სიმბოლო და ჩვენი ანარეკლი

წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
„ერთ ხორც და ერთ სულ“ ყოფნა — ეს ხელოვნებაა, რომელსაც ყველა ქალი ვერ ფლობს. ეს უნდა ისწავლოთ.
სანამ ცხოვრების მეგზურს აირჩევთ, ჯობს მანამ დაფიქრდეთ, ვინ გინდათ გვერდით გყავდეთ. რაც უფრო გააზრებული გაქვთ არჩევანი, მით ნაკლები სიურპრიზი გელოდებათ წინ. თუმცა, ცხოვრებაში ყოველთვის ასე არ ხდება. ხშირად ვიღებთ დაუფიქრებელ ან ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. მაგრამ თუ ოჯახის შენარჩუნება, ოჯახში სიმშვიდე და ბედნიერება გინდათ, მაშინ, შესაძლოა, ეს რჩევები გამოგადგეთ. სცადეთ!
• არც ცოლსა და არც ქმარს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, რომელსაც ერთმანეთს უმალავენ, მაგრამ სხვებს უმხელენ. თუ ცოლ-ქმარი ასე არ იქცევა, მაშინ მათ სხვებთან უფრო ახლო ურთიერთობები უყალიბდებათ, ვიდრე საკუთარ მეუღლესთან.
უნდა იცოდეთ, რომ დედასთან ან მეგობრებთან გამჟღავნებული საიდუმლო ქმართან ურთიერთობებს ანგრევს და ოჯახში დაძაბულობა შემოაქვს.
დაფიქრდით, სანამ ვინმესთან გულის ნადების გასამჟღავნებლად გაიქცევით. იფიქრეთ, როგორ გახადოთ თქვენი ურთიერთობები ისეთი, რომ სხვებთან გულის მოოხება არ დაგჭირდეთ. შეეცადეთ, რომ ქმარიც ასევე მოიქცეს — ფიქრები და საიდუმლოებები თქვენთან მოიტანოს, რომ თქვენ იყოთ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელთანაც ყველაფერზე შეიძლება საუბარი.
ქალი  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
როგორი უნდა იყოს ცოლი - მამაკაცების მოსაზრება
აბა, რატომ უნდა იყოთ ერთად, თუ თქვენს მნიშვნელოვან საქმეებსა და საიდუმლოებებს სადღაც სხვაგან განიხილავთ და არა ერთმანეთთან?!
• ცოლმა გულში უნდა დაიმარხოს ქმრის ნაკლოვანებები, ქმარმა — ცოლისა.
ყოველი კამათისას ქმრის ნაკლოვანებები არ უნდა გაიხსენოთ. ამას შეიძლება უსასრულო კამათი მოჰყვეს, რომელიც უფრო დიდ მასშტაბებში გადაიზრდება.
• მეუღლეებმა ერთმანეთს არ უნდა მისცენ ისეთი ხუმრობის უფლება, რომელიც ერთიმეორის გრძნობებს შელახავს.
არც ქმარმა და არც ცოლმა ნაცნობებთან ერთმანეთზე ხუმრობითაც კი არ უნდა დაიჩივლოს, რადგან სრულებით უწყინარ ხუმრობასაც კი ორივესთვის უსიამოვნებებისა და ერთმანეთისგან გაუცხოების მოტანა შეუძლია.
• ოჯახი სიწმინდეა, სარკის სიმბოლო, სადაც ჩვენს ანარეკლს ვხედავთ.
ამ ადგილის სიწმინდე ან მანკიერება მხოლოდ ცოლზე ან ქმარზეა დამოკიდებული. არავის მისცეთ უფლება, თქვენ ქმარზე ცუდი ილაპარაკოს, არც თქვენ არასდროს დაამციროთ ის.
ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
რას ვერ იტანენ მამაკაცები 40 წელს გადაცილებულ ქალებში
გახსოვდეთ, რომ როგორც კი საკუთარ ქმარზე ვინმესთან ჩივილსა და წუწუნს იწყებთ, აღებთ ჭიშკარს, რომლითაც თქვენ ოჯახში დესტრუქციული, ნეგატიური ენერგია შემოვა.
• არ იტრაბახოთ საკუთარი ბედნიერებით სხვებთან.
უკეთესია გაჩუმდეთ და სხვებს მოუსმინოთ. დაიცავით თქვენი ურთიერთობები სხვების ცუდი თვალისა და ფიქრებისგან, იმისგან, რასაც ვერ გააკონტროლებთ — ჭორაობისა და შურისგან.
• ნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს.
ისინი რაღაცას გირჩევენ, მერე წავლენ და საკუთარ საქმეებს მიხედავენ, თქვენ კი, მათი რჩევით, ექსპერიმენტებს შეუდგებით. რაც სხვებისთვის კარგია, თქვენი ოჯახისთვის შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს. ყურადღებით და ფრთხილად იყავით. მოუსმინეთ საკუთარ გულს და მიჰყევით მას.
• მეუღლეები მტკიცედ უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ისინი მთლიანად ერთმანეთს ეკუთვნიან, რაც მათ თავისუფლების, სიმშვიდისა და ნდობის შეგრძნებას უჩენს.
ერთად უფრო გაუმკლავდებით ცხოვრებისეულ სირთულეებს, ვიდრე ცალ-ცალკე. უნდა ენდოთ ერთმანეთს და პატივი სცეთ პარტნიორის ნდობას. არ მოატყუოთ ის.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში – დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება
• თვალი მიადევნეთ, რომ ოჯახში უთანხმოება არ დამკვიდრდეს.
როცა კამათს დაიწყებთ, რომელიც შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, გაიხსენეთ, რა უფრო გინდათ — იყოთ ბედნიერი, თუ იყოთ მართალი? სიმართლე ბედნიერს მხოლოდ წამიერად გაგხდით. გაუფრთხილდით ბედნიერებას!
• თუ ერთიანობისკენ ისწრაფვით, უთანხმოებები გაქრება და ოჯახში კვლავ სიყვარული დაისადგურებს.
ერთიანობის შექმნას დიდი შრომა სჭირდება, ის თავისთავად არ ჩნდება. შესაძლოა, ეს უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვად ჩათვალოთ, ამიტომ თავდაპირველად გაარკვიეთ, რა არის თავისუფლება ოჯახში, რა არის ერთიანობა და რა არის მისი მთავარი ფასეულობა.
„ერთ ხორც და ერთ სულ“ ყოფნა — ეს ხელოვნებაა, რომელსაც ყველა ქალი ვერ ფლობს. ეს უნდა ისწავლოთ.
არასდროს არავისთან თქვათ...>>
• დაიცავით საკუთარი სახლი და თქვენი ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან. ასეთი ძალები ოჯახში მხოლოდ ადამიანების საშუალებით შემოდის, რომელთაც თავად ვუშვებთ საკუთარ ცხოვრებაში. იმუშავეთ იმაზე, რომ ოჯახის ისეთი კარიბჭე გახდეთ, რომლითაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ სიბრძნე, სიკეთე და ბედნიერება შემოვა.
თქვენ ეს შეგიძლიათ!
ყველა ახალი ამბავი
0