https://sputnik-georgia.com/20221212/ras-ver-itanen-mamakacebi-40-wels-gadacilebul-mamakacebsi-272958579.html
რას ვერ იტანენ მამაკაცები 40 წელს გადაცილებულ ქალებში
რას ვერ იტანენ მამაკაცები 40 წელს გადაცილებულ ქალებში
Sputnik საქართველო
ასაკი – ეს არაა სასოწარკვეთის ან სარკეში საკუთარი თავისთვის სიძულვილით შეხედვის მიზეზი. სხვადასხვა მამაკაცს სხვადასხვა ტიპის ქალი მოსწონს – ზოგს ახალგაზრდა... 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T16:05+0400
2022-12-12T16:05+0400
2022-12-12T20:33+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24641/31/246413148_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_1ed890d7c4a59da3e2cdbbdd88cc756e.jpg
ბევრ 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს შესანიშნავად ესმის, რომ ურთიერთობებისთვის პატარა გოგონა არ შეეფერება, თუმცა ისინი სინანულით აღნიშნავენ, რომ მათივე ასაკის ქალების გარეგნობა იცვლება და ზოგიერთი რამ მათ ძალიან აღიზიანებთ.რას ვერ იტანენ და რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად მამაკაცებს 40 წელს გადაცილებულ ქალებში?მოკლე თმამიუხედავად იმისა, რომ ყველა სტილისტი ერთხმად აღნიშნავს, ელეგანტური ასაკის ქალმა გრძელი თმა არ უნდა ატაროსო, მამაკაცები ამ აზრს კატეგორიულად არ იზიარებენ. ისინი ნებისმიერ ასაკში გრძელ თმას ანიჭებენ უპირატესობას. მოკლედ შეჭრილი თმა კი თითქმის არასდროს არ მოსწონთ.ასე რომ, თუ თქვენმა თმამ წლებთან ერთად სიჯანსაღე და სილამაზე არ დაკარგა, არ არის აუცილებელი მოკლე ვარცხნილობაზე გადახვიდეთ.ჭარბი წონაეს ყველაზე შესამჩნევი ცვლილებაა, რომელიც ქალს ასაკთან ერთად ემართება. თითქმის ყოველი მეორე იმატებს წონაში და ზოგჯერ სერიოზული სიმსუქნის პრობლემა აწუხებს.ქალაქის ცხოვრების მუდმივი სტრესი, ცუდი ეკოლოგია, უხარისხო პროდუქტები სიმსუქნის რისკს უკვე 30 წლის შემდეგ ქმნის. თუმცა, სასოწარკვეთაც არ ღირს. ყოველთვის შეიძლება დროის გამონახვა სუფთა ჰაერზე სეირნობის, ცურვის, ზოგადად, ვარჯიშისთვის, ასევე კვების გაკონტროლებისთვის. ეს მხოლოდ იმისთვის არა, რომ მამაკაცებს მოეწონოთ, უბრალოდ ჯანმრთელობისთვის.„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?>>ცუდი კბილებიარაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც უკბილობა, ოქროს კბილები ან აშკარა კარიესი. თუმცა, ეს პრობლემა ხშირად საკმაოდ კარგად მოვლილ ქალებსაც აწუხებთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჯობს ზედმეტი თანხა კარგ ქურქზე ან ოქროზე დახარჯოს, ვიდრე ლამაზ ღიმილზე. ამ მოსაზრებას მამაკაცები საერთოდ არ ეთანხმებიან.ულვაშიძლიერი სქესის წარმომადგენლები ხშირად ამჩნევენ ასაკში შესულ ქალებს ბეწვებს ზედა ტუჩის ზემოთ. ეს დამახასიათებელია კლიმაქსის პერიოდისთვის. დღეს არაა აუცილებელი ულვაშის მოპარსვა ან პინცეტით ამოღება. არსებობს ეფექტური საშუალება – ლაზერული ეპილაცია.დაბალქუსლიანი ფეხსაცმელიბევრი მამაკაცი ჩივის, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქალის ფეხსაცმლის ქუსლი მოკლდება ან საერთოდ უქუსლო ხდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ქალური „ბოროტი ზრახვაა“, თუმცა ქალებს ესმით, რომ ამის მიზეზები ბევრად ღრმაა.მიუხედავად მამაკაცების პროტესტისა, მაინც სასურველია, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალმა ყოველდღე არ ატაროს. მაგრამ საზეიმო ღონისძიებებზე, კონცერტზე, თეატრსა თუ რესტორანში გამონაკლისი უნდა დაუშვას.დიდი ჩანთარამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თურმე, მამაკაცები ქალის ჩანთის ზომას აქცევენ ყურადღებას. ეს კი არა და, კვლევაც კი არსებობს, სადაც მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ქალს პატარა ზომის ჩანთით მეტი შანსი აქვს, რომ მამაკაცი გაიცნოს. ქალი დიდი ჩანთით მამაკაცებში იწვევს „მეოჯახე" – ქმრიანი, შვილებიანი და, ზოგადად, ასექსუალური ქალის ასოციაციას.შემფასებელი მზერამაგრამ ყველაზე „საშინელი“ მამაკაცებისთვის „მზერა“ აღმოჩნდა. მათი აზრით, ქალი ასაკში მამაკაცებს ზედმეტად „შემფასებლურად“ უყურებს და მათ ნაკლოვანებებს უმალ ამჩნევს. ბევრად სასიამოვნოა, პატარა გოგონა გააბრუო ლაპარაკით, მოატყუო – მაინც ვერ გაარჩევს ტყუილსა და მართალს. 40 წელს გადაცილებულ ქალებთან კი ეს ხრიკები მამაკაცებს არ გაუვათ.
https://sputnik-georgia.com/20221102/tmis-sigrze-da-qalis-xasiati-271873132.html
https://sputnik-georgia.com/20210809/sakuTar-Tavze-ekonomiis-reJimSi-rodesac-qalSi-qali-nadgurdeba-252542833.html
https://sputnik-georgia.com/20220630/seqsualoba-ar-aris-arc-asaki-da-arc-silamaze-268020851.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24641/31/246413148_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_2809c10456038cb7ce5984f6242543f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
რას ვერ იტანენ მამაკაცები 40 წელს გადაცილებულ ქალებში
16:05 12.12.2022 (განახლებულია: 20:33 12.12.2022) ასაკი – ეს არაა სასოწარკვეთის ან სარკეში საკუთარი თავისთვის სიძულვილით შეხედვის მიზეზი. სხვადასხვა მამაკაცს სხვადასხვა ტიპის ქალი მოსწონს – ზოგს ახალგაზრდა, ზოგს – უფროსი.
ბევრ 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს შესანიშნავად ესმის, რომ ურთიერთობებისთვის პატარა გოგონა არ შეეფერება, თუმცა ისინი სინანულით აღნიშნავენ, რომ მათივე ასაკის ქალების გარეგნობა იცვლება და ზოგიერთი რამ მათ ძალიან აღიზიანებთ.
რას ვერ იტანენ და რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად მამაკაცებს 40 წელს გადაცილებულ ქალებში?
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სტილისტი ერთხმად აღნიშნავს, ელეგანტური ასაკის ქალმა გრძელი თმა არ უნდა ატაროსო, მამაკაცები ამ აზრს კატეგორიულად არ იზიარებენ. ისინი ნებისმიერ ასაკში გრძელ თმას ანიჭებენ უპირატესობას. მოკლედ შეჭრილი თმა კი თითქმის არასდროს არ მოსწონთ.
ასე რომ, თუ თქვენმა თმამ წლებთან ერთად სიჯანსაღე და სილამაზე არ დაკარგა, არ არის აუცილებელი მოკლე ვარცხნილობაზე გადახვიდეთ.
ეს ყველაზე შესამჩნევი ცვლილებაა, რომელიც ქალს ასაკთან ერთად ემართება. თითქმის ყოველი მეორე იმატებს წონაში და ზოგჯერ სერიოზული სიმსუქნის პრობლემა აწუხებს.
ქალაქის ცხოვრების მუდმივი სტრესი, ცუდი ეკოლოგია, უხარისხო პროდუქტები სიმსუქნის რისკს უკვე 30 წლის შემდეგ ქმნის. თუმცა, სასოწარკვეთაც არ ღირს. ყოველთვის შეიძლება დროის გამონახვა სუფთა ჰაერზე სეირნობის, ცურვის, ზოგადად, ვარჯიშისთვის, ასევე კვების გაკონტროლებისთვის. ეს მხოლოდ იმისთვის არა, რომ მამაკაცებს მოეწონოთ, უბრალოდ ჯანმრთელობისთვის.
არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც უკბილობა, ოქროს კბილები ან აშკარა კარიესი. თუმცა, ეს პრობლემა ხშირად საკმაოდ კარგად მოვლილ ქალებსაც აწუხებთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჯობს ზედმეტი თანხა კარგ ქურქზე ან ოქროზე დახარჯოს, ვიდრე ლამაზ ღიმილზე. ამ მოსაზრებას მამაკაცები საერთოდ არ ეთანხმებიან.
ძლიერი სქესის წარმომადგენლები ხშირად ამჩნევენ ასაკში შესულ ქალებს ბეწვებს ზედა ტუჩის ზემოთ. ეს დამახასიათებელია კლიმაქსის პერიოდისთვის. დღეს არაა აუცილებელი ულვაშის მოპარსვა ან პინცეტით ამოღება. არსებობს ეფექტური საშუალება – ლაზერული ეპილაცია.
ბევრი მამაკაცი ჩივის, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქალის ფეხსაცმლის ქუსლი მოკლდება ან საერთოდ უქუსლო ხდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ქალური „ბოროტი ზრახვაა“, თუმცა ქალებს ესმით, რომ ამის მიზეზები ბევრად ღრმაა.
მიუხედავად მამაკაცების პროტესტისა, მაინც სასურველია, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალმა ყოველდღე არ ატაროს. მაგრამ საზეიმო ღონისძიებებზე, კონცერტზე, თეატრსა თუ რესტორანში გამონაკლისი უნდა დაუშვას.
რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თურმე, მამაკაცები ქალის ჩანთის ზომას აქცევენ ყურადღებას. ეს კი არა და, კვლევაც კი არსებობს, სადაც მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ქალს პატარა ზომის ჩანთით მეტი შანსი აქვს, რომ მამაკაცი გაიცნოს. ქალი დიდი ჩანთით მამაკაცებში იწვევს „მეოჯახე" – ქმრიანი, შვილებიანი და, ზოგადად, ასექსუალური ქალის ასოციაციას.
მაგრამ ყველაზე „საშინელი“ მამაკაცებისთვის „მზერა“ აღმოჩნდა. მათი აზრით, ქალი ასაკში მამაკაცებს ზედმეტად „შემფასებლურად“ უყურებს და მათ ნაკლოვანებებს უმალ ამჩნევს. ბევრად სასიამოვნოა, პატარა გოგონა გააბრუო ლაპარაკით, მოატყუო – მაინც ვერ გაარჩევს ტყუილსა და მართალს. 40 წელს გადაცილებულ ქალებთან კი ეს ხრიკები მამაკაცებს არ გაუვათ.