არასდროს არავისთან თქვათ...

CC BY 2.0 / Flickr/ Amanjeev / Oh! Teenageნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს
ნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
რაზე არ ღირს საუბარი სხვებთან, რატომ უნდა შეინახოთ საიდუმლოდ ის, რაც თქვენს ოჯახში ხდება, ან სამომავლო გეგმებს უკავშირდება, ან რატომ არ უნდა გათქვათ ქუჩაში მოსმენილი...
ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, არასდროს არავისთან ვისაუბროთ და არ გავთქვათ:
1. საკუთარი შორეული გეგმები. დადუმდით, სანამ გეგმა არ შესრულდება. ნებისმიერი ჩვენი გეგმა არა მხოლოდ იდეალური არ არის, არამედ მასში მრავალი სუსტი ადგილია, რომლებზეც დარტყმა და ყველაფრის დანგრევა იოლია.
2. არ გაამჟღავნოთ საკუთარი ქველმოქმედება. კეთილი საქმე დიდი იშვიათობაა ამ სამყაროში. არ შეიქოთ თავი კარგი საქმეებისთვის. სიამაყე მაშინვე დაინახავს და ჩამოგართმევთ ყველა წყალობას, რომელიც სწორედ ამ ქველმოქმედებისთვის გერგოთ.
3. არ ისაუბროთ საკუთარ ასკეტურობაზე. არ ილაპარაკოთ თქვენ შეზღუდვებზე კვებაში, სიზმრებზე, სექსუალურ ურთიერთობებზე და ა.შ. ასკეტიზმს მაშინ მოაქვს სარგებელი, როცა ის ემოციურ შემადგენელთან ჰარმონიაშია.
ასოციალური ახალგაზრდები - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2017
თანამედროვე ურთიერთობები: მთავარი პრიორიტეტი – კომფორტი
4. არ უნდა ილაპარაკოთ საკუთარ მამაცობაზე, გმირობაზე. ვიღაც გარეგან ცხოვრებისეულ გამოცდას აბარებს, ვიღაც კი — შინაგანს. გარეგანი გამოცდა ჩანს, ამიტომ ამისთვის ადამიანები იღებენ ჯილდოებს, მაგრამ შინაგანი განცდების გადატანას ვერავინ ამჩნევს, ამიტომ ამისთვის არავინ არავის არანაირ ჯილდოს არ ანიჭებს.
5. არ ისაუბროთ სულიერ ცოდნაზე. სულიერ ცოდნას სხვადასხვა დონე აქვს და მხოლოდ შემეცნების სიწმინდის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ შეიძლება გაიხსნას. დამწყები სულიერი ცოდნის შეძენის მსურველის მთავარი შეცდომა სწორედ ძალზე მაღალი სულიერი ცოდნის გაზიარების სურვილია, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ ადამიანს სიკეთე მოუტანოს, მხოლოდ კიდევ უფრო აბნევს და აფრთხობს მას.
წარმატებული რომ გახდე, აუცილებელია მოქმედების მკაფიო კურსი დასახული მიზნისკენ - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2017
ბედნიერება, ოცნებები, წარმატება, ლოგიკა და სხვა – ცნობილი ფსიქოლოგის ლაკონური რჩევები
6. კიდევ რაზეც არ ღირს სხვებთან საუბარი — ესაა კონფლიქტები სახლში და, ზოგადად, ოჯახზე ლაპარაკი. გახსოვდეთ, რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ საკუთარი ოჯახის პრობლემებზე, მით უფრო მტკიცე და სტაბილური იქნება თქვენი ოჯახი. კამათი — ეს ურთიერთობების დროს დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაა.
7. ასევე არ უნდა ისაუბროთ იმ ნეგატიურ სიტყვებზე, რომლებიც ვინმესგან მოისმინეთ. ქუჩაში შეიძლება ფეხსაცმელი დაისვაროთ და შეიძლება — ცნობიერება. როდესაც ადამიანი სახლში შედის და ლაპარაკობს ყველაფერს, რაც მოისმინა, არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელმაც დასვრილი ფეხსაცმელი შინ შესვლისას არ გაიხადა.
ყველა ახალი ამბავი
0