ბედნიერება, ოცნებები, წარმატება, ლოგიკა და სხვა – ცნობილი ფსიქოლოგის ლაკონური რჩევები

CC BY 2.0 / Flickr/ Eliezer Borges / FUTURE SPIDER MANწარმატებული რომ გახდე, აუცილებელია მოქმედების მკაფიო კურსი დასახული მიზნისკენ
წარმატებული რომ გახდე, აუცილებელია მოქმედების მკაფიო კურსი დასახული მიზნისკენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სად გადის გზა წარმატებისა და წარუმატებლობისკენ? რა იცის და რა შეუძლია მოწიფულ პიროვნებას? სად ბუდობს ბედნიერება?

ცნობილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, მწერალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი მიხაილ ლიტვაკი – ამ და სხვა საკითხებზე ლაკონურ, ფასდაუდებელ პასუხებსა და რჩევებს გვაძლევს.

• მე არ ვიცი წარმატებისკენ მიმავალი გზები, მაგრამ ვიცი გზა წარუმატებლობისკენ – ესაა სურვილი, ყველას მოსწონდე

• არ არსებობს მამაკაცური ან ქალური ლოგიკა, არის მხოლოდ სწორად აზროვნების უნარი

• გინდა გაიცნო შენი მთავარი მტერი? ჩაიხედე სარკეში. გაუმკლავდი მას – დანარჩენი ყველა დაიფანტება 

საზოგადოება - Sputnik საქართველო
სულელი, არიფი, ბანდიტი და ჭკვიანი - კარლო ჩიპოლას უნივერსალური კანონები

• მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ხოლო მტრებთან – სასარგებლო

• ურთიერთობების დასრულებისა და სამუშაოდან გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი საპატიო მიზეზი არსებობს – შეუძლებელია არსებულ ვითარებაში პიროვნული ზრდა.

• უმწიფარმა პიროვნებამ ხშირად იცის, მაგრამ არ შეუძლია. მოწიფულმა არა მხოლოდ იცის, არამედ შეუძლია კიდეც. ამიტომ უმწიფარი პიროვნება აკრიტიკებს, ხოლო მოწიფული – აკეთებს

• მხოლოდ სიხარული გაუზიარე მეგობრებსაცა და მტრებსაც. მეგობარს გაუხარდება, მტერს – ეწყინება

• ბედნიერებას ნუ გაეკიდები, არამედ იპოვე ადგილი, სადაც ის ბუდობს. და ბედნიერება თავად გიპოვის. შემიძლია გიკარნახო, სადაა შენი ბედნიერება – ეს შენ თვითონ ხარ. ხოლო მისკენ გზა – ეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებაა

• ბედნიერება – ეს სწორად ორგანიზებული საქმიანობის "თანმდევი პროდუქტია"

• თუ ვინმემ უმადურობა გისაყვედურა, მაშინვე გაარკვიე, რა ღირს მისი მომსახურება, გაუსწორე ანგარიში და ამ ადამიანთან საქმე აღარ დაიჭირო

ახალი საკუთარი თავის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გაიაზრებთ, რომ ძველი გამოცდილება ამაში ვერ დაგეხმარებათ. - Sputnik საქართველო
ახალი ცხოვრება გინდა? მაშინ გათავისუფლდი ძველისგან!

• თუ გინდა, ვინმეს რამე დაუმტკიცო, ეს ნიშნავს, რომ იმისთვის ცხოვრობ, ვისთვისაც ამის დამტკიცება გინდა. თუ საკუთარი თავისთვის ცხოვრობ, მაშინ ვინმესთვის რამის დამტკიცების საჭიროება არ არსებობს

• ოცნებები ჩვენი უნარების ხმებია. მაგალითად, მე არ ვოცნებობ ოპერაში სიმღერაზე. არც ხმა მაქვს და არც სმენა. რომ ვოცნებობდე, შესაბამისად, ამ ოცნებას ჩემი უნარები უფრო გააღვივებდა. შესაბამისად, ვეცდებოდი ოპერაში მოხვედრას. უბრალოდ, საჭიროა დაფიქრდე, როგორ განახორციელო ეს ოცნება. აქ მთავარია არ აჩქარდე, მაშინ ძალიან სწრაფად გამოვა. კარგია, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე თქვას "მარტო იმას ვაკეთებ, რომ ვცდილობ ჩემი ოცნებები განვახორციელო"

• იმისთვის, რომ გაიგო, როგორ გეპყრობიან ადამიანები, მოუყევი მათ საკუთარ გეგმებსა და ოცნებებზე. ის, ვინც შენ მიმართ ფარულ სიძულვილს გრძნობს, ამას გააკრიტიკებს. ვისაც შენთვის კარგი უნდა, დაგეხმარება

• ადამიანთან ურთიერთობისას გახსოვდეს, რომ მას საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა აქვს

• მიაღწიე წარმატებას და წყენა გაგივლის.

 

ყველა ახალი ამბავი
0