ახალი ცხოვრება გინდა? მაშინ გათავისუფლდი ძველისგან!

© FL/mrhayataახალი საკუთარი თავის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გაიაზრებთ, რომ ძველი გამოცდილება ამაში ვერ დაგეხმარებათ.
ახალი საკუთარი თავის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გაიაზრებთ, რომ ძველი გამოცდილება ამაში ვერ დაგეხმარებათ. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოვრების დალაგება სამივე განზომილებაში უნდა დაიწყოთ: წარსულში, აწმყოში და მომავალშიც, რომელიც თქვენი წარმოდგენებით უკვე დანაგვიანებულია!

ახალი ცხოვრება რომ დაიწყოთ, ჯერ ძველი უნდა დაამთავროთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რადგან ვერაფერი ახალი ვერ შემოვა თქვენ ცხოვრებაში, თუ მისთვის ადგილი არ არის. ანუ, ძველი უნდა გადააგდოთ და ახლისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.

საკუთარი, „ახალი“ თავის შექმნა ყველაფრის გაუქმებისგან უნდა დაიწყოთ, არა მიზნის ძიებისგან და საკუთარი თავის ხუთი წლის შემდეგ დანახვისგან, არა მისიასა და დანიშნულებაზე კითხვებისგან, არამედ ძველი — ფიზიკური, ენერგეტიკული და მენტალური ცხოვრებიდან ყველაფრის „გადაყრისგან“.

ცხოვრების დალაგება სამივე განზომილებაში უნდა დაიწყოთ: წარსულში, აწმყოში და, თქვენ წარმოიდგინეთ, მომავალშიც, რომელიც თქვენი წარმოდგენებით უკვე დაბინძურებულია, ამიტომ ისიც უნდა გაიწმინდოს!

დაიწყეთ „გაწმენდა“ აწმყოდან, რომელიც წარსულსაც ასუფთავებს და მომავლის დანაგვიანებისგანაც გიხსნით.

CC BY 2.0 / Flickr / tommerton2010 / beautiful facesახალი ცხოვრება რომ დაიწყოთ, ჯერ ძველი უნდა დაამთავროთ.
ახალი ცხოვრება რომ დაიწყოთ, ჯერ ძველი უნდა დაამთავროთ. - Sputnik საქართველო
ახალი ცხოვრება რომ დაიწყოთ, ჯერ ძველი უნდა დაამთავროთ.

პირველ რიგში გადაყარეთ ნაგავი. და რა არის ნაგავი? ყველაფერი, რასაც არ იყენებთ. მაგალითად, რაც ერთი წლის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, ყველაფერი უნდა გასცეთ ან გადააგდოთ: ტანსაცმელი, რომელსაც არ იცვამთ, არაფრისმთქმელი სუვენირები, გამოუსადეგარი ან დაძველებული ჭურჭელი, ტექნიკა. ოღონდ გადააგდეთ მაშინვე, ნუ გადადებთ!

რაც უფრო მეტს გადაყრით, მით უკეთესი. გახსოვდეთ, რომ თითოეული ნივთი თქვენი ენერგიის ნაწილია. მათ ყურადღებით შეხედეთ და მხოლოდ ის დაიტოვეთ, რომელიც ნამდვილად დაგჭირდებათ და გაგახარებთ. ნივთის გადაგდებისას დასვით კითხვა: „მინდა ამ ენერგიის დატოვება თუ უკეთესია, მის ადგილას სხვა ენერგია მოვიდეს?“

დაიმახსოვრეთ, ჭიქა თუ სავსეა, მას ვეღარაფერს დაუმატებთ! ამიტომ თვითონ აცარიელებთ ჭიქას. რამდენსაც გადაღვრით, იმდენით შეივსება. თუ იძუნწებთ, არ გაგიკვირდეთ, რომ დიდი ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში ვერ შემოვა.

ეს ეხება არა მარტო თქვენს სახლს, არამედ სამუშაო ადგილს, აგარაკს, მანქანას…

ნაგვის გადაყრა ყველაზე ადვილია. ახლა დროა, ფაილები გადაყაროთ! რამდენ ხანს ატარებთ კომპიუტერთან და ქსელში? ესეც თქვენი სივრცეა, ვირტუალური, მაგრამ მაინც, ისიც თქვენი ენერგიის ნაწილია.

მიჩვეული ვართ, რომ ყველაფერი კომპიუტერში შევინახოთ. პრინციპი აქაც იგივეა: გაწმენდა — ენერგიის გამოთავისუფლებაა. მაგალითად, რატომ უნდა შეინახოთ ფილმი, რომელიც არ მოგეწონათ? რაში გჭირდებათ ძველი ფაილები, რომლებიც აღარაფერში გამოგადგებათ?

გაითვალისწინეთ, რომ ეს ეხება სოციალურ ქსელებსაც, ბლოგებს, საიტებს…

ყველაფერს აწესრიგებთ და თავის ადგილს უჩენთ. წესრიგი საქმეების კარგი და ეფექტური ფუნქციონირების საწინდარია. ცხოვრებას სხვა სიჩქარეზე ვერ გადაიყვანთ, თუ თქვენ სამუშაო მაგიდაზე ან ბინაში ქაოსია.

© FL/ Terry Johnstonგაგიგიათ ინფორმაციული ინტოქსიკაცია? ეს გავრცელებული სენია, რომლითაც ჩვენ ეპოქაში ბევრი ადამიანია დაავადებული.
გაგიგიათ ინფორმაციული ინტოქსიკაცია? ეს გავრცელებული სენია, რომლითაც ჩვენ ეპოქაში ბევრი ადამიანია დაავადებული. - Sputnik საქართველო
გაგიგიათ ინფორმაციული ინტოქსიკაცია? ეს გავრცელებული სენია, რომლითაც ჩვენ ეპოქაში ბევრი ადამიანია დაავადებული.

ძალზე მნიშვნელოვანია: გაფილტრეთ მიღებული ინფორმაცია. წესრიგი და გაწმენდა შემოსულ ინფორმაციასაც სჭირდება. გაგიგიათ ინფორმაციული ინტოქსიკაცია? ეს გავრცელებული სენია, რომლითაც ჩვენ ეპოქაში ბევრი ადამიანია დაავადებული. ისინი ქსელში ყველაფერს კითხულობენ, უსასრულოდ აქვეყნებენ დიდი ადამიანების გამონათქვამებს და ამით საკუთარი სულის ხმის მოსმენის უნარი მთლიანად გადაგვარებული აქვთ.

ინფორმაციას დაგროვების უნარი აქვს, ის თქვენი ქვეცნობიერიდან არსად მიდის, ამიტომ კარგად უნდა გაფილტროთ, მიიღოთ მხოლოდ ის, რაც ფასეულია და მაშინვე მისი რეალიზება დაიწყოთ, მხოლოდ მაშინ სწავლობთ და ვითარდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაცია მძლავრ საინფორმაციო „ხმაურს“ ქმნის.

რეკომენდებულია გაწმინდოთ: ქსელში მეგობართა სია, ამოშალეთ ან დამალეთ ის მეგობრები, რომლებიც გთრგუნავენ, მათი ამბები გაღიზიანებენ. გაწმინდეთ თქვენი კედელი, გაარკვიეთ ის ბლოგები და ვებ-გვერდები, რომელთა კითხვასაც აპირებთ.

ან დაასრულეთ დაუმთავრებელი საქმეები, ან გააუქმეთ, გადაიფიქრეთ მათი გაკეთება. შინაგანად უნდა იგრძნოთ, რომ ყველა საქმე დასრულებული გაქვთ, ასე ვთქვათ, „კუდები“ არ მოგყვებათ.

ამრიგად, აწმყოს დალაგება ორ ძირითად მომენტს შეიცავს — ხარახურის გადაყრა ყველა დონეზე და საქმეების, მათ შორის საინფორმაციო ნაკადის მოწესრიგება.

საკუთარი არხები ისე მოაწყვეთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ და ისიც — ზომიერად. ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი სამყარო.

ახალი საკუთარი თავის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გაიაზრებთ, რომ ძველი გამოცდილება ამაში ვერ დაგეხმარებათ და თქვენი მრჩეველი ვერ იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0