https://sputnik-georgia.com/20221215/nacmozraobis-wevrma-deputatebma-simsiloba-gamoacxades-273094328.html
პარლამენტის დეპუტატებმა „ნაცმოძრაობიდან“ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადეს
პარლამენტის დეპუტატებმა „ნაცმოძრაობიდან“ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადეს
Sputnik საქართველო
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. 15.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-15T17:11+0400
2022-12-15T17:11+0400
2022-12-15T21:22+0400
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_0:51:1001:614_1920x0_80_0_0_dd1f9824701ec0eb6691d9ea8aa9a411.png
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადეს.სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. შუამდგომლობის განხილვა პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლოში უკვე ორჯერ გადაიდო. სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.მისი თქმით, ამ საკითხზე ფრაქციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა მათ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ პროტესტის ამ ფორმას სხვებიც მიმართავენ – როგორც პარლამენტში, ისე სხვაგან.ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს უარი უთხრა სასამართლო სხდომაში დისტანციურ მონაწილეობაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი უნდა განხილულიყო, ექს-პრეზიდენტმა დაპატიმრების დღიდან (2021 წლის 1 ოქტომბერი) უკვე მესამედ შიმშილობა გამოაცხადა.მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა>>სააკაშვილმა რამდენიმე საათში გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების რჩევას ითვალისწინებს და შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, ევროდეპუტატებმა მას კატეგორიულად სთხოვეს, ამ ეტაპზე შეწყვიტოს შიმშილობა, რათა საბაბი არ მისცეს შესაბამის სამსახურებს, თითქოს ის თვითონ აყენებს საკუთარ თავს ზიანს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_56:0:943:665_1920x0_80_0_0_a4d6d0bcbc74830192ee149d68a325ef.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები
პარლამენტის დეპუტატებმა „ნაცმოძრაობიდან“ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადეს
17:11 15.12.2022 (განახლებულია: 21:22 15.12.2022) სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადეს.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. შუამდგომლობის განხილვა პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლოში უკვე ორჯერ გადაიდო. სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
„მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას“, – განაცხადა კირკიტაძემ.
მისი თქმით, ამ საკითხზე ფრაქციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა მათ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ პროტესტის ამ ფორმას სხვებიც მიმართავენ – როგორც პარლამენტში, ისე სხვაგან.
ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს უარი უთხრა სასამართლო სხდომაში დისტანციურ მონაწილეობაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი უნდა განხილულიყო, ექს-პრეზიდენტმა დაპატიმრების დღიდან (2021 წლის 1 ოქტომბერი) უკვე მესამედ შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილმა რამდენიმე საათში გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების რჩევას ითვალისწინებს და შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, ევროდეპუტატებმა მას კატეგორიულად სთხოვეს, ამ ეტაპზე შეწყვიტოს შიმშილობა, რათა საბაბი არ მისცეს შესაბამის სამსახურებს, თითქოს ის თვითონ აყენებს საკუთარ თავს ზიანს.